From : Mikheil Janiashvili <mic@moh.gov.ge>
To : Nikoloz Gagnidze <NGagnidze@dea.gov.ge>
Subject : IUS
Cc : David Sergeenko
Received On : 20.07.2017 10:37

მოგესალმებით ბატონო ნიკა,

 

თქვენი წერილის თანახმად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით თქვენი შეფასება არადამაკმაყოფილებელია, არსებული სიტუაციის გამოსწორების მიზნით გთხოვთ განმარტებას რა კრიტერიუმებით ფასდება ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვის მდგომარეობა დაწესებულებებში. მათგან რა ორგანიზაციული (დოკუმენტირების დონეზე) და პრაქტიკული (დანერგვის დონეზე) ღონისძიებები განიხილება შეფასების ინდიკატორად.

           ჩვენს შორის შემდგარი რამდენიმე შეხვედრის საფუძველზე გამოიკვეთა იუმს-ის დანერგვის რამდენიმე მიმართულება, მათგან ერთერთია თქვენი მზაობა ორგანიზაციის ინფორმაციული ნაკადების პირველადი კვლევის ერთობლივი ჩატარებისთვის, ასევე იმ გამოცდილების გაზიარება, რომელიც დაგიგროვდათ სხვადასხვა ორგანიზაცებში თქვენი უშუალო მონაწილეობით იუმს-ის დანერგვის პროცესში.

 

            ასევე საინტერესოა თქვენს მიერ შეფასებული ორგანიზაციების სტატუსები მათგან სათანადო გამოცდილების მიზნით.

 

 

პატივისცემით,

 

მიხეილ ჯანიაშვილი