| From : | Irina Grdzelidze <secretary@ccm.caucasus.net> |
| To : | David <Sergeenko> |
| Subject : | Initiative 5% TWO PROJECTS |
| Cc : | admin.ccm@caucasus.net; sbelkania@moh.gov.ge |
| Received On : | 02.11.2017 11:13 |
| Attachments : |
ბატონო დავით, მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ სამდივნოს დაუკავშირდნენ საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლები საფრანგეთის 5 % ინიციატივაში საქართველოდან წარდგენილი ორი განაცხადის თაობაზე. მათი თხოვნაა დავუდასტუროთ, რომ:
· განაცხადების აქტივობები არის თანხვედრაში ეროვნულ პრიორიტეტებთან
· საპტოექტო აქტივობები არ ფინანსდება სხვა დონორების მიერ
· არ არის გადაფარვა გლობალური ფონდის დაფინანსებასთან
· და ასევე თუ ჩავთვლით საჭიროდ მივაწოდოთ კომენტარი პროექტის განმახორციელებლების თაობაზე
ქ-ნ თამარ გაბუნიასთან პირველადი კონსულტაციის საფუძვეზე გთხოვთ თქვენს თანხმობას შემდეგ პროცედურაზე:
-გამოდმინარე იმ ფაქტიდან, რომ აპლიკანტებს შორის არის სსმ-ის წევრი-ორგანიზაციები , ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად არ მოხდეს განაცხადების ცირკულირება მთელს სსმ-ში;
- მოხდეს განაცხადების ცირკულირება მხოლოდ შესაბამის წევრებთან და მხარეებთან, ვისაც არ აქვს ინტერესთა კონფლიქტი. დაავადებათა კონტროლის ცენტრს ეთხოვება გლობალური ფონდის დაფინანსებასთან გადაფარვის არარსებობის დადასტურება. თავად თამარ გაბუნია ასევე მოახდენს განაცხადების შესწავლას. მიღებული შედეგებიდან გამომდინარე მოხდება ადრესატთან მოთხოვნილ საკითხების გარშემო უკუგება.
პატივისცემით,
ირინა