| From : | Nino Berdzuli <nino_berdzuli@jsi.com> |
| To : | David Sergeenko |
| Subject : | Interim updates |
| Received On : | 22.03.2017 17:55 |
ბატონო დავით,
მოგესალმებით, ჯერ ისევ ბრიუსელიდან. დღეს მქონდა შეხვედრა ჯანმოს როგორც ჟენევის ასევე ბარსელონის ექსპერტებთან - ჯოზეფ კუცინთან, სარა ტომპსონთან და მელიტა იაკობთან. ვფიქრობ რომ შევასრულე ჩვენი ამოცანა რომ ამეხსნა დეტალურად დაგეგმილი ცვლილებები, მაქსიმალურად დამეცვა ჩვენი პოზიცია და ამეხსნა ცვლილებების მიზანი. მთავარი კითხვა მათი მხრიდან სწორედ ეს იყო - რა მიზანს ისახავს დაგეგმილი ცვლილებები. ფიზიკალურ ეფექტზე ნამდვილად არ გამიკეთებია მთავარი აქცენტები, როგორც შევთანხმდით, რაც სწორი იყო, მაგრამ რათქმაუნდა ვუთხარი რომ დაზოგილი თანხა შესაძლებლობას გვაძლევს რომ მედიკამენტების ბენეფიტი დავუმატოთ მათ ვისაც ეს ყველაზე მეტად ჭირდება ( და მათივე ანგარიშები მოვუყვანე მაგალითად სადაც გვაძლევენ რეკომენდაციას ამ მიმართულებით). ძირითადი პლატფორმა რაზედაც ავაგე ახსნა ჩვენი ცვლილებების იყო - "managed universalism and not chaotic universal health coverage, more coverage and more benefit for most in need, while ensuring fairness and equity". დევიაცია უნივერსალიზმიდან, რაზედაც ეჭვები ჰქონდათ თავიდან აღარ აქვთ.
ძირითადი რეკომენდაციები არის ცვლილებების იმპლემენტაციის ნაწილში:
1. მაქსიმალურად იყოს მოსახლეობა ინფორმირებული ბენეფიტების შესახებ, იცოდნენ რომელ ჯგუფს მიეკუთვნებიან ( და რა მექანიზმები იქნება ამისთვის), რა ეკუთვნით, რომ არ მოხდეს დაწესებეულებების მხრიდან მანიპულირება ( დამატებითი გადასახადების co-payment increase, არ გეკუთვნით/არ იფარება საყოველთაოთი სერვისი, ა.შ.) და შესაბამისად დაფარვის გაუარესება, ჯიბიდან გადახდების მატება.
2. სადაზღვევო სექტორთან ყველა შესაძლო ბერკეტის გამოყენება რომ მათ ვინც უნდა აიღოს ან აირჩევს კერძო დაზღვევას ( მაღალი და საშუალო შემოსავლის ჯგუფი) არ მოხდეს pre-existing and chronic conditions მქონე ადამიანებისთვის სადაზღვევო კომპანიების მხრიდან უარის თქმა დაზღვევაზე, და არ დარჩნენ ეს ადამიანები დაფარვის მიღმა (მაღალ-შემოსავლიანები არიან ამ რისკის ქვეშ).
ეს არის ძირითადი, მაგრამ რათქმაუნდა ბევრი სხვა თემაც იყო განხილული რაზედაც დეტალურად ჩამოსვლის თანავე მოგიყვებით.
გუშინ ვიყავი მომხსენებელთა პანელში საყოველთაო ჯანდაცვის მიღწევებზე და გამოწვევებზე და საქართველოთი დიდი დაინტერესება იყო.
ხვალ ვხვდები ევროკავშირის და ლუქსემბურგის მთავრობის მიერ დაფინანსებულ საყოველთაო ჯანდაცვის გლობალური პლატფორმის უფროს მენეჯმენტს. მათ აქვთ ფინანსურო რესურსები დაეხმარონ ( ტექნიკური დახმარება) იმ ქვეყნებს რომლებიც ახორციელებენ საყოველთაო ჯანდაცვას, თუმცა მოთხოვნა ქვეყნებიდან ძალიან დიდია და შესაბამისად არის რიგი. ხვალინდელ შეხვედრაზე წარმოვადგენ ტექნიკური დახმარების გეგმას რომლის დაფინანსებაზეც შევეცდები რომ პოზიტიური გადაწყვეტილება მიიღონ და დავიწყოთ რაც შეიძლება მალე. წინასწარი ინფორმაციით და იმ არაფორმალური შეხვედრებიდან გამომდინარე რომელიც დღეს მქონდა, რეალური შესაძლებლობა არის რომ 2017 წელს იყოს ინტენსიური ტექნიკური დახმარება , ხოლო 2018 წლიდან დამატებით WHO resident advisor for UHC at the MoH.
პატივისცემით,
ნინო
![]() | nino berdzuli MD, MPH Senior technical advisorPHONE: 703 528 7474 ext 5138 | WWW.JSI.COM ![]() ![]() |