| From : | Goguadze, Natalie <n.goguadze@mcg.ge> |
| To : | David <Sergeenko> |
| Subject : | MCG JCI Accreditation ceremony |
| Cc : | davidsergeenko@yahoo.co.uk |
| Received On : | 08.06.2017 10:58 |
| Attachments : |
ბატონო დავით,
როგორც თქვენთვის ცნობილია მედიქლაბჯორჯია-ს სამედიცინო ცენტრმა ა/წ აპრილში მიიღო JCI აკრედიტაცია.
ამასთან დაკავშირებით ვგეგმავთ ერთდღიან ღონისძიებებს, 30 ივნისს ორ-ნაწილად:
¾
პირველი ნაწილი - ღონისძიება
JCI აკრედიტაციის მინიჭებასთან დაკავშირებით სამედიცინო ცენტრ „მედიქლაბჯორჯია“-ს საკონფერენციო დარბაზში, 30 ივნისის დილის 10-11 საათისათვის
(მილოცვა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის,
JCI ევროპის რეგიონის მთავარი კონსულტანტისა და „მედიქლაბ აზერბაიჯან“-ისაგან), რათა მოესწროს გაშუქება დღის საინფორმაციო გამოშვებებში.
¾
მეორე ნაწილი - სადღესასწაულო მიღება სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიას ვერანდაზე, საღამოს 19:00-21:00 (საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის
წევრების, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპ-კორპუსის, ბიზნეს და სამედიცინო კომპანიების მონაწილეობით. ღინისძიებაზე იგეგმება
JCI აკრედიტაციის სერტიფიკატის ოფიციალური გადაცემის ცერემონიალი და მილოცვა/მიმართვა პრემიერ-მინისტრისაგან, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის მინისტრისა და JCI
ევროპის რეგიონის მთავარი კონსულტანტისაგან, ფურშეტი მუსიკალური კომპონენტით.
გთხოვთ, განიხილოთ თანდართული სია(
For MOH) და შეიტანოთ შესწორებები/დამატებები თქვენი შეხედულებისამებრ.
ჩვენთვის უაღესად მნიშვნელოვანი თქვენი პირადი ჩართულობა დაგეგმილი ღონისძიებების ორივე ნაწილში, ასევე გთხოვთ, აღმოგვიჩინოთ მხარდაჭერა საქართველოს პრემიერ მინისტრის მოწვევისათვის სადღესასწაულო მიღებაზე
სასტუმრო რედისონში.
ჩვენთვის, უმნიშვნელოვანესია (as CPR), თქვენი მონაწილეობის დადასტურება
ღონისძიების ორივე ნაწილში და დროითი განრიგი, რათა მოვარგოთ თქვენს დღის წესრიგს.
მადლიერნი ვიქნებით ფრიად, თუ მივიღებთ თქვენს დასტურს შესაძლებლად მოკლე ვადაში.
ბმულის სახით ასევე თანდართულია JCI კონცეფცია
პატივისცემით,
|
Dr. Natalie Goguadze
|
|