| From : | Nikoloz Gagua <N.Gagua@mof.ge> |
| To : | dkumsishvili@moesd.gov.ge; David Sergeenko |
| Subject : | MFA condition |
| Cc : | Mamuka Bakhtadze; ikavtaradze@moesd.gov.ge; Ekaterine Mikabadze; Tamar Barkalaia; Zaza Sopromadze; Ioseb Skhirtladze; Mzia Giorgobiani |
| Received On : | 20.03.2018 10:21 |
| Attachments : |
ბატონო დიმიტრი,
ბატონო დავით,
ფინანსთა მინისტრის ბატონ მამუკა ბახტაძის დავალებით მინდა შევეხო ერთ საკითხს.
ევროკომისიასთან მიმდინარეობს კონსულტაციები მაკრო ფინანსური დახმარების (MFA) პროგრამის შემუშავებასთან დაკავშირებით, რომელიც მტკიცდება საქართველოს მიერ დაგეგმილი რეფორმების
მხარდაჭერის მიზნით. პროგრამის ფარგლებში საქართველოსათვის გამოყოფილი იქნება რესურსი გრანტის (10 მილიონი ევრო) და სესხის (35 მილიონი ევრო) სახით. რესურსის გამოყოფა მოხდება ორ ტრანშად და
მეორე ტრანშის გამოყოფის პირობა იქნება პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ქმედებების (პირობების) შესრულება.
გიგზავნით ევროკომისიიდან მიღებულ პირობას, რომელიც შედგენილი არის ევროკომისიის წარმომადგენლების საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის სამინისტროების წარმომადგენლებთან გასულ წელს გამართული შეხვედრისა და კომუნიკაციის საფუძველზე.
To support matching of demand and supply in Georgia’s labour market and contribute to higher employment, the Government of Georgia will adopt and start implementing
a new medium-term labour market strategy with an action plan covering: labour market analysis and forecasting; the establishment of a public employment service and of a labour inspection system in line with international and EU standards; and the completion
of the employment-related legal framework.
ვფიქრობთ რომ მცირედი ცვლილების (დაზუსტება) გაკეთება შინაარსის ცვლილების გარეშე შესაძლებელი იქნება, აქედან გამომდინარე ვთხოვეთ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს წარმომადგენელს, რომელიც ჩართული არის პროცესში პოზიცია წარმოდგენილ პირობასთან დაკავშირებით და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებები პირობაში. აგრეთვე, ვთხოვეთ აზრი, თუ რამდენად შესაძლებელი იქნება აღნიშნული პირობის შესრულება (დაწყებულია თუ არა მუშაობა
და რა ეტაპზეა) მიმდინარე წლის ივნისამდე ან ეცნობებინათ პირობის შესრულების სავარაუდო ვადა.
მიღებული პასუხიდან გამომდინარე პირობის შესრულება შესაძლოა იყოს
პრობლემური.
კომენტარი: ივნისამდე ახალი სტრატეგია და 2019 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცება დიდი ალბათობით ვერ განხორციელდება.
გთხოვთ თქვენს პოზიციას და ცვლილების საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ მოგვაწოდოთ პირობის სავარაუდო ფორმულირება.
პატივისცემით,
ნიკო
Sincerely,
Nikoloz Gagua
Deputy Minister,
Ministry of Finance of Georgia
Tbilisi, 0113, Gorgasali
№16
Tel.: (995 32) 2 26
14 55
Mob.: (+995)
577 54 74 90
Email:
n.gagua@mof.ge