| From : | Amiran Gamkrelidze <a.gamkrelidze@ncdc.ge> |
| To : | David <Sergeenko> |
| Subject : | NCDC ნოემბრის ღონისძიებები |
| Cc : | vkvaratskhelia@moh.gov.ge; Nino Berdzuli; Zaza Sopromadze; mdarakhvelidze@moh.gov.ge; nana@moh.gov.ge; Nino Shubladze; Sopo Belkania |
| Received On : | 27.10.2016 15:32 |
| Attachments : |
ბატონო დავით,
კოლეგებო,
როგორც ადრე მოგახსენეთ 14 ნოემბრის კვირაში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი გეგმავს რიგ ღონისძიებებს, რომლებიც ეძღვნება ცენტრის დაარსების 20 წლისთავს.
კერძოდ:
1. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოება - მომავლის ხედვა“
15-16 ნოემბერი, 2016 წელი, წინასწარი დღის წესრიგი, რომელშიც რიგი ცვლილებები შევა თან ახლავს.
15-ში, სამშაბათს საღამოს 19.30 ექსპო-ჯორჯიას მე-3 პავილიონში გაიმართება საზეიმო მიღება სტუმრებისა და დაავადებათა კ კონტროლის ცენტრის თანამშრომლებისთვის.
2. 17 ნოემბერს დაგეგმილია "არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და მართვის საკოორდინაციო საბჭოს" გაფართოებული შეხვედრა (დაახლოებით ორი საათი).
შეხვედრას დაესწრება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ბიუროს წარმომადგენლობა არაგადამდებ დაავადებათა მიმართულების დირექტორის ბატონი გაუდენ გალეას ხელმძღვანელობით. ასევე, მოწვეულნი იქნებიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლებისა და მეცნიერების, სპორტისა და ახაგაზრდობის და სხვა სამინისტროების, საქართველოს პარლამენტის, თამბაქოს კონტროლის სამთავრობო კომისიის წევრი უწყებების, სამთავრობო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება 2 მოხსენება: (1) არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის სტრატეგიისა და მრავალწლიანი სამოქმედო გეგმის ძირითადი მიმართულებები (2) ქვეყანაში არაგადამდებ დაავადებათა გავრცელების სიტუაციური მიმოხილვა STEPS კვლევის წინასწარი მაჩვენებლებისა და HepC კვლევის არაგადამდებ დაავადებათა მაჩვენებლებზე დაყრდნობით.
3. 18 ნოემბერი მოგეხსენებათ გახლავთ ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის ევროპული დღე კვირეულის ფარგლებში და ტრადიციულად ჩვენს დარბაზში მოეწყობა პრესკონფერენცია, კვირის განმავლობაში საგანმანათლებლო ღონისძიებები, რომელსაც ჯანმო აფინანსებს, ასევე თუ მოესწრო დამტკიცება ანტიმიკრობული რეზისტენტობის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის, მისი წარდგენა.
4. 18-19 ნოემბერს ჯანმოს ხელშეწყობით დაგეგმილია ანტიმიკრობული რეზისტენტობის ეპიდზედამხედველობის ეროვნული ქსელის შეხვედრა ლუგარის ცენტრში შესაბამისი სავარჯიშოებით.
5. წინასწარი მონაცემებით როგორც მოგეხსენებათ (თაკო ჭელიძესთან მიმოწერა) 18-თვის იგეგმება აშშ-დან მაღალი დონის ვიზიტი (ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების დეპარტამენტის მდივნის თანაშემწე, ელჩი კოლკერი) საქართველოში, რომელიც წამყვანი ფიგურაა გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების ინიციატივაში.
ბატონო დავით, ქალბატონ ნანა ქავთარაძეს ვთხოვე, რომ თქვენს და სამინისტროს ხელმძღვანელობის განრიგში გათვალისწინებულიყო აღნიშნული ღონისძიებები და განსაკუთრებით 15 ნოემბრის საღამოს მიღება, რომლის დეტალურ პროგრამასაც მოგვიანებით გაახლებთ.
ასევე მოგეხსენებათ, რომ სამინისტროში წარმოდგენილი გვაქვს შუამდგომლობა რამოდენიმე ჩვენი ღვაწლმოსილი თანამშრომლის სამთავრობო ჯილდოებთან დაკავშირებით. თუ ვერ მოხერხდა არჩევნების დაძაბული პერიოდის გამო მათი ამჟამად წარდგენა ჯილდოზე, თუ შეიძლება, რომ მათ გამოეცხადოთ მინისტრის მადლობა და გადაეცეთ სამინისტროს სიგელი.
პატივისცემით
ამირანი