From : Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>
To : David Sergeenko
Subject :
Received On : 16.05.2017 07:55
Attachments :

მოგესალმებით, ბატონო დავით! არავინ გვეხმიანება ბრძანების პროექტთან დაკავშირებით მოუცლელობის გამო და ჩვენ გავაკეთეთ ასეთი პროექტი (იხ. მიბმული ფაილი). იქვე გვაქვს მინაწერები ფრჩხილებში გაკეთებული, რომლის დამტკიცებაც დაგვჭირდება ინდივიდუალური გეგმის ფარგლებში. ალბათ არ ღირს ბრძანების გადატვირთვა და გეგმას კი დავწერთ ცალკე. კიდევ მინდა გკითხოთ, რადგანაც განხილვის დღესაც ახსენეთ, თქვენ ხომ არ ისურვებდით ჯგუფის ხელმძღვანელობას? მაღალი ლეგიტიმაცია მიეცემოდა შექმნილ დოკუმენტს. მიუხედავად იმისა, რომ პროექტმენეჯერობა, როგორც წესი, არ გსურთ ხოლმე და მე აბსოლუტურად ვეთანხმები თქვენს ამ წესს. და კიდევ, რამდენადაც ბრძანების მესამე ნაწილი სამომავლო გეგმებს ეთმობა, ქალბატონი ნინოს და ჯანდაცვის დეპარტამენტის საკითხებიც იქნება ბევრი რამ და ნინოც ხომ არ ჩაგვესვა ბრძანებაში? ჯგუფი იმუშავებს და საერთო შეხვედრები კი ტოპ ხელმძღვანელობასთან ერთად ჩატარდებოდა პერიოდულად. ასევე, გთხოვთ თქვენს შენიშვნებს პროექტთან დაკავშირებით. მადლობა. პატივისცემით, კახა