From : Poti1 <Poti1@mes.gov.ge>
To : David Sergeenko
Subject :
Received On : 01.05.2017 08:26
Attachments :

            ბატონო დავით! 


           სსიპ -   თეოფანე დავითაიას  სახელობის ქალაქ ფოთის N1 საჯარო სკოლას მდიდარი წარსული  და ტრადიცია აქვს. იგი მე-19 საუკუნის 60-იანი წლებიდან არსებობს. მის ჭერქვეშ აღიზარდა მრავალი  სხვადასხვა დარგის მეცნიერების, ხელოვნების, კულტურის, ჯანმრთელობის, სოფლის მეურნეობის  წარმომადგენლები, ხელმძღვანელები  თუ რიგითი  მუშაკები.

       სსიპ -   თეოფანე დავითაიას  სახელობის ქალაქ ფოთის N1 საჯარო სკოლა გამოირჩევა  ქიმიის სწავლების ტრადიციებით. აქ ფუნქციონირებს  ქიმიის ლაბორატორია, რომელიც  1941  წელს  შეიქმნა  გამორჩეული პედაგოგის, პირველი სკოლის კურსდამთავრებულის, ქალაქ ფოთის საპატიო მოქალაქის  ქალბატონ თინა ჭოჭუას  ინიციატივითა და ძალისხმევით.

         მიმდინარე წელს სრულდება  სკოლის დაარსებიდან  150 წელი, ასევე  ქიმიის პედაგოგის ქალბატონ თინა ჭოჭუას  დაბადებიდან 100 წლის იუბილე, გამოიცემა თინა ჭოჭუას ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი წიგნი.

     აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, 2017 წლის 13 მაისს, ქალაქ ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ თეატრში ჩატარდება საიუბილეო საღამო.

               სკოლის პედაგოგიური კოლექტივის სახელით გიწვევთ დიდი პატივისცემით.