From : Marina Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>
To : David <Sergeenko>
Subject :
Received On : 05.04.2017 14:52
Attachments :

სალამი, ბატონო დავით,

 

ბატონმა გიამ მითხრა, რომ მოგაწოდოთ 140/ნ ბრძანების პროექტი განმარტებითთან ერთად - ეს არის ის ბრძანება, რომელსაც დავამატეთ  ახალი ფორმა და გავაჩინეთ ვალდებულება, რომ სპეცკონტროლის მედიკამენტების ბრუნვის შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდონ საცალო რეალიზაციის აფთიაქებმაც. ამავე ბრძანებაში, ასევე, გავაკეთეთ რიგი დაზუსტებები, რათა ცალსახად იკითხებოდეს თითოეული სახის სუბიექტის  (მაგ.: იმპორტიორი, ექსპორტიორი, ფარმ.საწარმო, საბითუმო რეალიზატორი) ვალდებულება.

აღნიშნული ბრძანება საჭიროებდა იუსტიციის დასტურს, რომელმაც, თავის მხრივ, მოითხოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსაზრება. წერილი ( ,,ფრიად სასწრაფო!“- თხოვნით) უკვე გაგზავნილია შსს-ში და ველოდებით პასუხს.

 

სხვა, კვოტების დადგენის საკითხთან დაკავშირებული ნორმატიული აქტები, დღეის მდგომარეობით ხელმოწერილია:

1.      ორი მინისტრის  ერთობლივ ბრძანებაში ცვლილება - კვოტების დამდგენი საბჭოს სამდივნო რეგულირების სააგენტოდან გადმოვიდა ჯანდაცვის დეპარტამენტში;

2.      თქვენს ორგანიზაციულ ბრძანებაში ცვლილება - კვოტების დამდგენი საბჭოს შემადგენლობას დაემატა ერთი წარმომადგენელი შსს-დან და ერთი რეგულირების სააგენტოდან.

 

ამ თემასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, თქვენგან ველოდებით საბჭოს სხდომის თარიღის დანიშვნას. სხდომის დღის წესრიგი და სია საკონტაქტო ინფორმაციით, როგორც დამავალეთ, სოფოს გადავეცი.

 

პატივისცემით,

 

მარინა დარახველიძე

ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და

სოციალური დაცვის სამინისტრო

 

საქართველო,0119, თბილისი

აკ. წერეთლის გამზ.144

 

ტელ.: (+995 32)251 0038 (1102)

მობ.: (+995)577 722 642

ელ.ფოსტა: mdarakhvelidze@moh.gov.ge