| From : | Zaza Sopromadze <zsopromadze@moh.gov.ge> |
| To : | David <Sergeenko> |
| Subject : | |
| Received On : | 28.02.2017 13:06 |
ბატონო დავით,
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 თებერვლის #73 დადგენილების პირველი მუხლის „ბ" ქვეპუნქტის შესასრულებლად, სოციალური მომსახურების სააგენტოს სსიპ-საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურიდან 2017 წ. 17 თებერვლის #93 და 22 თებერვლის #97 წერილების საშუალებით მოწოდებულ იქნა კერძო სადაზღვევო კომპანიების ჯანმრთელობის დაზღვევის სერვისებით მოსარგებლე პირთა საიდენტიფიკაციო მონაცემები (სულ მოწოდებული იყო 538 767 პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები). მოწოდებული ინფორმაციის ვალიდურობის დადგენის მიზნით, სააგენტოს მიერ განხორციელებულ იქნა დაზღვეულ პირთა საიდენტიფიკაციო მონაცემების დადარება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ელექტრონულ ბაზასთან. შედარების შედეგად, 65 068 პირის შემთხვევაში, გამოვლინდა გარკვეული სახის უზუსტობები, რის შესახებაც 2017 წლის 23 თებერვლის N04/11181 წერილით ეცნობა სსიპ-საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს.
წარმოგიდგენთ ინფორმაციას ზემოთ აღნიშნული უზუსტობების შესახებ:
7 779 პირის შემთხვევაში ვერ მოხერხდა მოწოდებულ სიებში დაფიქსირებული პირადი ნომრის იდენტიფიცირება, რის გამოც მოცემულ პირებს ვერ შეეზღუდებათ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობის უფლება;
43 627 პირის შემთხვევაში არ ემთხვევა სახელი, მათ შორის: 4 370 პირის შემთხვევაში არ ემთხვევა სახელის პირველი სამი სიმბოლოც კი, რაც საერთოდ საეჭვოს ხდის მოწოდებული მონაცემების სისწორეს;
6 998 პირის შემთხვევაში არ ემთხვევა გვარი, მათ შორის: 4 026 პირის შემთხვევაში არ ემთხვევა გვარის პირველი სამი სიმბოლოც კი, რაც ასევე საეჭვოს ხდის მოწოდებული მონაცემების სისწორეს;
13 580 პირის შემთხვევაში არ ემთხვევა დაბადების თარიღი.
საბოლოო ჯამში, სახელისა და გვარის პირველი სამი სიმბოლოს არ დამთხვევის გამო, ვერ მოხერხდა 5 323 პირის იდენტიფიცირება, რაც ნიშნავს იმას, რომ, დიდი ალბათობით, აღნიშნულ პირებს არასწორად შეეზღუდებათ საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობის უფლება. ხოლო, იმ პირებს კი, ვინც უნდა ყოფილიყვნენ დაფიქსირებული ამ მონაცემებით, არ შეეზღუდებათ საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობის უფლება.
ამ ეტაპზე, ზემოაღნიშნული ხარვეზების გამოსასწორებლად, სსიპ-საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურიდან სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზე გადმოგზავნილია 8 სადაზღვევო კომპანიის მიერ დაზღვეულ პირთა შესახებ განახლებული ინფორმაცია, რომელიც დამუშავების პროცესშია. გადმოსაგზავნია კიდევ ორი კომპანიის („ჯიპიაი, „არდი")
განახლებული მონაცემები.
პატივისცემით,ზაზა