From : Nana Kavtaradze <nana@moh.gov.ge>
To : David Sergeenko
Subject :
Received On : 14.02.2017 14:22

ბატონო დავით, თუ შეიძლება, შეგითანხმოთ შვებულება ხვალიდან, რომლის დასრულებისთანავე გავთავისუფლდები. ეს არ შეუშლის მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესს, რადგან თუ ახალი დეპარტამენტის უფროსი ჩემი შვებულების დასრულებამდე დაინიშნება, შევწყვიტავ შვებულებას და იმ დღიდან გავთვისუფლდები, როდესაც ახალი ადამიანი მოვა, ან მანამდე - როცა თქვენ ჩათვლით საჭიროდ. ხოლო თუ მის მოსვლამდე სამმართველოს უფროსები დაინიშნებიან, ჩემს თანამშრომელს, რომელსაც დროებით მოვალეობის შესრულება დაეკისრება, გავაფრთხილებ, თქვენთან შეთანხმებით, რა უნდა გააკეთოს, რომ თუ ახალ სამმართველოს უფროსს დააკისრებთ დეპ. უფროსის მოვალეობის შესრულებას დროებით, ეს მყისიერად მოხდეს. შვებულების განმავლობაში სამსახურში ვივლი ცოტა რელაქს რეჟიმით - ჩემებსაც მოვეხმარები, გადავაბარებ საკითხებს და მატერიალურ ფასეულობებს და თუ ვინმეს დავჭირდები, გვერდში დავუდგები. სოფოს ჩავაბარებ თქვენს ფაქსიმილეს და moh@moh.gov.ge-ს პაროლს, რომელზეც მნიშვნელოვანი არაფერი აღარ შემოდის, ძირითადად - წერილების კოპიები. ჩემი კორპორატიული მეილი იმ პერიოდისთვის გაითიშება. ყოველი შემთხვევისთვის, ჩემი პირადი მეილია n_kavtaradze@yahoo.com მადლიერი ვარ ამ წლებისთვის. თქვენთან მუშაობა საინტერესო, საამაყო და ჩემთვის სასიამოვნო იყო. პატივისცემით, ნანა