From : Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>
To : David Sergeenko
Subject :
Received On : 14.02.2017 12:50

ბატონო დავით! ასეთი ვითარებაა: კონკრეტული მინუსები, რომლებიც აღნიშნავს წარმოუდგენლობას - 23 756 შემთხვევა; კონკრეტული პლუსები, რომელიც აღნიშნავს წარმოდგენას - 35 447 შემთხვევა; ვერ დაფიქსირება ვერც წარმოდგენის და ვერც წარმოუდგენლობის(!) - 30 109 შემთხვევა. სულ, მოწოდებულ მასალაში ფიქსირდება 89 312 ჩანაწერი (-, +, და სუფთა). საიდანაც, წარმოუდგენლობა შეადგენს - 26,6%; წარმოდგენა შეადგენს - 39,7%; სუფთა გრაფები - 33,7%. მესამე ციფრი ნიშნავს, რომ 33,7% - ზე ინფორმაციას არ ფლობს სააგენტო, მაგრამ ამან დათვლაში მონაწილეობა ვერ მიიღო, რადგან დაზუსტება არ ხერხდება იმისა, ჰქონდათ წარმოდგენილი თუ არ ჰქონდათ. ამიტომ დათვლილი იქნა ზუსტად არსებული მინუსები, ხოლო პლუსები და სუფთა გრაფები არ იქნა მხედველობაში მიღებული. ეს ჯერჯერობით. ვნახოთ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ამ 33,7% აფთიაქების ძირითადი ნაწილი დღეს გაუქმებულია. აღებულია 2012-2016 წლების მონაცემები. შესაბამისად, 89 312 უნდა გავყოთ 60 თვეზე და მივიღებთ 1 489 ავტორიზებულ აფთიაქს საშუალოდ. ბევრი მათგანი იხურებოდა და გაიცემოდა ახალი ნებართვები. სულ, შესწავლას დაექვემდებარა 1 550 აფთიაქის ინფორმაციები. დაზუსტება კიდევ მიმდინარეობს. პატივისცემით, კახა