მოგესალმებით, ბატონო დავით!
მე დღესაც მზად ვარ საყოველთაოს საკითხების გასავლელად, მაგრამ ბატონ
ზაზასთან, კონტროლის დეპარტამენტთან და რეგულირების ხალხთან
გავდივართ კიდევ რიგ საკითხებს. კონტროლის დეპარტამენტმა წარმოადგინა
და რეგულირებაც წარმოადგენს დამატებით მოსათხოვნ დოკუმენტაციას,
ასეთის არსებობის შემთხვევაში და ჩამოვყალიბდებით საბოლოოდ.
ასევე, სტრატეგიულ და წლიურ გეგმებში გვინდა ავსახოთ თქვენი
ოთხშაბათს გაჟღერებული ინფორმაციების საფუძველზე მიღებული შედეგების
მუდმივი კონტროლი და მონიტორინგი, რომელსაც თქვენ დაამტკიცებთ,
როდესაც დასრულდება ცვლილებები და ყოველთვიურ რეპორტებს დავგეგმავთ
ჩვენ თქვენთვის. ანუ, როგორ სრულდება გადაწყვეტილებები. ასევე, გასულ
წელს გაცემული რეკომენდაციების შესრულების მკაცრ მონიტორინგს
განვახორციელებთ, გარდა ამისა, კორპორატიული დაზღვევების თემაც გვინდა
გეგმაში მოვაქციოთ.
ორშაბათისთვის მოვამზადებთ ფინანსური აუდიტის საბოლოო გეგმასაც.
პატივისცემით, კახა