ბატონო დავით,
მოგესალმებით,
გილოცავთ შობა-ახალ წელს, გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას, დიდ წარმატებებს საქმიანობაში.
უკვე 2 წელზე
მეტია გასული რაც სამსახურიდან ვარ წამოსული. ეს ორი წელი მოსვენებას არ მაძლევს, ჩემი
გამოცდილების ადამიანმა თქვენს წინაშე როგორ დაუშვი დაუფიქრებელი შეცდომა. თქვენ დიდსულოვნად
მაპატიეთ ის შეცდომა, რაც მე დაუშვი (არასწორი ინფორმაციის მომზადება სოფ. დვანის სოციალურ
დაუცველთა შესახებ). მე კი იმის მაგივრად, რომ ბოდიში მომეხადა და პატიება მეთხოვა,
სულელურად დავიწყე გაკეთებულ საქმეებზე ლაპარაკი, რის გამოც თქვენი სამართლიანი წყრომა
დავიმსახურე.
1984 წელს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ 30 წლის განმავლობაში
ვმუშაობდი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში. ჩემს
საქმიანობას ძალიან კარგათ იცნობს სამინისტროს სისტემის თითქმის ყველა თანამშრომელი
და არც თუ ცუდი რეპუტაციით ვსარგებლობ. ჩემს ასაკში უკვე ძალიან ძნელია სხვა საქმის
პოვნა და პროფესიის შეცვლა, თანაც ყველა თანამშრომლად ითხოვს 18-40 წლის პირებს.
40 წელს გადაცილებულები არავის აინტერესებს.
ფსიქოლოგიურად უკვე ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვარ, ჩემს ნერვიულობას ისიც ემატება,
რომ ჩემი ვაჟი იმყოფება ავღანეთში (სამხედრო ოფიცერია) სამშვიდობო მისიაში. არის მომენტები,
როცა ადგილს ვეღარ ვპოულობ ხოლმე, არადა ჩემი გამოცდილებიდან და განათლებიდან გამომდინარე
კიდევ შემიძლია პატარა წვლილი შევიტანო სოციალური დაცვის საკითხების მოდერნიზება განვითარებაში.
ბატონო დავით,
ძლიან გთხოვთ, შეხვიდეთ ჩემს მდგომარეობაში, კიდევ ერთხელ გამოიჩინოთ თქვენთვის ჩვეული
დიდსულოვნება და მომცეთ საშუალება დავსაქმდე სამინისტროს რომელიმე სტრუქტურაში, ნებისმიერ
თანამდებობაზე.
უფალი იყო თქვენი
მფარველი. დიდი იმედით ველი თქვენს პასუხს.
კიდევ
ერთხელ გთხოვთ პატიებას და გიდით ბოდიშს ჩემი არასწორი ქმედებისათვის.
ღრმა პატივისცემით,
იოსებ ლობჟანიძე
სოციალური მომსახურების სააგენტოს
დირექტორის ყოფილი მოადგილე
12. 01 2017 წ.