From : Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>
To : David Sergeenko
Subject :
Received On : 11.01.2017 11:36
Attachments :

ქრონოლოგიურად გახლავთ ასეთი სურათი, ბატონო დავით. ჩამოვართმევთ ახსნა-განმარტებებს, რატომ იწერებოდა მსგავსი შინაარსის წერილები ჯანდაცვის დეპარტამენტიდან. ის ფაქტი, რომ ფსიქიკური საბჭო ვერ შეკრიბეს პოზიციის გამასახატავად და საერთოდ საბჭოების საქმეა პოლიტიკის წარმართვა თუ სამინისტროსი, ეს ცალკე საკითხია და შიდა აუდიტის დეპარტამენტის განსახილველი საქმე, ალბათ, არ გახლავთ, მაგრამ ფაქტია, რომ გარკვეულ შეუსაბამობებს ჰქონდა ადგილი ამ საკითხზე მუშაობის დროს. ყველაფერი ზოგადად შემსრულებლის ბრალია, მაგრამ ამ წერილების მარტო შემსრულებელზე "ჩამოკიდება" და მივიწყებაც არ იქნება სწორი. ეხლა დავამუშავებთ დარღვევებს და მიზეზებს. ეს მასალა კი ინფორმაციისათვის გახლავთ. პატივისცემით, კახა