მოგესალმებით, ბატონო დავით!
აჭარის საკითხთან დაკავშირებით იკვეთება რიგი თანამდებობის პირების
მეტნაკლები ბრალეულობა. მათ შორის, ჯანდაცვის დეპარტამენტია პირველი
პასუხისმგებელი, რომელმაც ზოგიერთი წერილი/ფაქტი, სავარაუდოდ, დამალა
და, შესაძლოა, თქვენთვის უცნობი დარჩა, თუმცა ამ საკითხის განხილვაში
აქტიურად იყვნენ ჩართული თქვენი მოადგილეებიც.
ერთი სიტყვით, თუ თქვენი დავალება იქნება, ოფიციალურ პასუხს გაგცემთ
დებულების მოთხოვნების დარღვევის დაფიქსირებით. რაც უტყუარად ამ
დროისთვის ცნობილია, აჭარის ჯანდაცვის სამნინისტროსთვის, ბიზნეს გეგმის
წარმოდგენის შემდეგ, პოზიცია არ დაგვიფიქსირებია და არც შუალედური
წერილი გაგვიგზავნია ამის თაობაზე. მეტიც, 28 დეკემბერს გაგზავნილია
ვალერი კვარაცხელიას წერილი, სადაც უთითებს, რომ აჭარას აღნიშნულ
საკითხზე კონსულტაციები სამინისტროსთან არ გაუვლია, რომელიც
მომზადებული იყო სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის პოლიტიკის
სამმართველოს თანამშრომლის მიერ.
იმავე თანამშრომლის მიერ, რომელსაც ეწერა ბიზნეს-გეგმის განხილვაც.
პატივისცემით, კახა