მოგესალმებით, ბატონო დავით!
გუშინ, თქვენგან გამოსული ისევ შევუერთდი დაზღვევის საკითხებზე
მსჯელობაში მყოფ ჯგუფს. ძალიან ძნელად მომყვებოდნენ იურისტებიც კი
ჩემს მოსაზრებებში და დღეისთვის გადავდეთ შეხვედრა, თუმცა 17 საათზე
დაიგეგმა თქვენთან შეხვედრა და, ვფიქრობ, სწორედ ამ საკითხებზე.
ამიტომაც, წინასწარ გაგიზაიარებთ ჩემს მოსაზრებებს იმისათვის, რომ კარგად
გააანალიზოთ თქვენ ყველა პლუსი და რისკი. თქვენი გამოირჩეული
ანალიტიკური აზროვნება დაგვეხმარება სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში
და საჭირო იქნება თქვენი მყარი დავალებების გაცემა, რადგანაც მისი
შესრულების მზაობა არსებობს:
1. ვფიქრობ, ადამიანების კონსტიტუციური უფლებების დასაცავად,
აუცილებელი იქნება წერილობითი თანხმობა ყველა იმ ადამიანისა, რომელიც
7 დან ზედა 4 სადაზღვევო პაკეტში მიიღებს მონაწილეობას და თანახმა იქნება
სამინისტროს პირობებზე (ამ საკითხზე უამრავი პრობლემა შეიძლება
წარმოიქმნას ე.წ. უფლებადამცველების მხრიდან, რამდენადაც მთავრობის
დადგენილებიდან გასული/გაყვანილი აღმოჩნდება გარკვეული ოდენობის
ხალხი);
2. მთავრობის წევრები და პრემიერი უნდა ჩავაყენოთ საქმის კურსში და ამ
ღონისძიებას დავარქვათ საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტის ხარჯვის
შემცირებისაკენ გადასადგმელი პირველი ნაბიჯები - საპილოტე პროგრამა
სამინისტროს ..... რაოდენობის პერსონალზე გათვლით (ეს აუცილებელი
იქნება იმისათვის, რომ დადგენილების პირობების ცვლილელებს დათანხმდეს
მთავრობა. ამის აუცილებლობაზე ქვემოთ ვისაუბრებ);
3. იქვე უნდა შეიქმნა კომისია, რომელიც აღრიცხავს ყველა დამდგარ
შემთხვევას პილოტის ფარგლებში და მის ეფექტს. დათვლის ბიუჯეტის
ხარჯვის შემცირებას ყოველკვარტალურად, პლუსებს და მინუსებს. 3
კვარტლის თავზე, მე-4 კვარტლის განმავლობაში, ანგარიშს მოამზადებს
შეფესებისას, რათა ყველა სამინისტრო 1 წლის თავზე ამ ახალ ნოვაციაზე
გადავიდეს. ჩვენ ვიქნებით პიონერები;
4. რატომ არის დადგენილების ცვლილებები აუცილებელი: მოგეხსენებათ,
კლინიკები სმს-ში აკეთებენ განაცხადს პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე და
სხვა სახის ხელშეკრულება აუცილებელი აღარ არის. ყველა ის კლინიკა,
რომელიც მონაწილეობს ამ პროგრამაში კისრულობს ვალდებულებას,
შეტყობინებები და ანგარიშები კონკრეტულ ვადებში წარმოადგინოს სმს-ში.
ყველა სხვა შემთხვევაში რეგულირების სააგენტო დააჯარიმებს მათ 3-მმაგი
ოდენობით თუკი ნახას, რომ დადგენილების პირობები არ არის
შესრულებული. ამ შემთხვევაში აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ
ექნება რა სახის ხელშეკრულება აქვს დადებული სამინისტროს დამზღვევთან.
მთავრობის დადგენილება იერარქიულად უფრო მაღლა მდგომი დოკუმენტია.
კლინიკების პოზიცია სწორად არის შესარჩევი და მათ თავსატეხი არ უნდა
გავუჩინოთ, მითუმეტეს, რომ უამრავი კითხვა გაუჩნდებათ მათ.
კიდევ უამარავი ნიუანსია, მაგრამ ეს საკითხები გარკვეული თქვენეული
შესწორებებით, აუცილებლად იქნება გასათვალისწინებელი. სხვა ცვლილებები
უკვე პოლიტიკის განმსაზღვრელისა და განმახორციელებლის სამსჯელოა, რომ
არაფერი გამორჩეს.
პატივისცემით, კახა