გამარჯობა, ბატონო დავით! მე, ნუკრი წერეთელი, გაწუხებთ . ტელეფონით ვეღარ დაგიკავშირდით. არადა, ძალიან გვჭირდება თქვენი დახმარება. ჩემი მეუღლე, ქეთევან ცაია, (პირადი ნომერი 09001004689), რამდენი წელია, სამსახურებს ეძებს, მაგრამ, არაფერი გამოდის, ხან ასაკის გამო იწუნებენ, ხან, ინგლისურის არ ცოდნის გამო. უმაღლესი განათლება აქვს, ზოოინჟინრის სპეციალობით, შეისწავლა ბუღალტერიის სრული კურსი, ,,ორისის" პროგრამით, იცის საოფისე კომპიუტერული პროგრამებიც. 2008 წელს, სოციალური უზრუნველყოფის სააგენტოში, წარმატებით გაიარა ტრენინგ-ტესტირება სოცაგენტის პოზიციის დასაკავებლად. ჩასვეს რეზევრში და მის მერე, ამაოდ ელოდება დასაქმებას. ვის მივმართოთ არ ვიცით. თუ საჭირო იქნება, ტესტირებას ხელახლა გაივლის, მთავარია, სამსახურში მოწყობის შანსი მიეცეს. ვიცი, ბევრი საქმე გაქვთ, მაგრამ,მჯერა, ჩვენს მდგომარეობას გაითვალისწინეთ, მით უმეტეს, ორი ვაჟკაცი წამომეწია. 14 და 12 წლის ბიჭებს, ხელისშეწყობა და გზაზე დაყენება ჭირდებათ, ერთი კაცის ხელფასით, კი ოჯახის შენახვა ძალიან ძნელია. პატივისცემით ნ.წერეთელი