მოგესალმებით, ბატონო დავით და წარმატებულ მივლინებას გისურვებთ!
გუშინ შემხვდა თამაზ მოდებაძე და მესაუბრა საყოველთაოს თემაზე, რომ
ჩვენ ვცდებით შეფასებებში და ა.შ. ასევე, მან ისაუბრა უამრავ
შეუსაბამობაზე საკუთარ შეხედულებებში და თუ ასე გიმარტავენ ესენი თქვენ
ყველაფერს, მაშინ ძალიან ცუდად გვქონია საქმე.
ის ბრძანებს, რომ ინსპექტირებაში მოიაზრება მისი და მაია ხომერიკის
ურთიერთობა და არა სააგენტოს და კლინიკის, რომ მიღება-ჩაბარების აქტის
ხელმოწერების შემდეგაც მიმდინარეობს ინსპექტირება, რომ მოდის სხვადასხვა
დავალებები, რომ ჩვენ მივაწოდეთ ფაქტები აუდიტის სამსახურს
(სხვათაშორის, ამ დოკუმენტს ჩვენ დავარქვით ანალიზი და მას არავის არ
ვაჩვენებთ) და ა.შ. და რომ, მათ არ სურთ ცვლლილებების შეტანა
დადგენილებაში, რათა არ მოიქციონ თავი ახალ ჩარჩოებში... ნუ, ეს არის
მარაზმი.
მე შევთავაზე მას დღეს დასხდომა და ვაჩვენებდი მათ ხაზინის მონაცემებს,
სადაც არის მიღება-ჩაბარების აქტების ნომრები და თარიღები მითითებული
და ასევეა, მითითებული ვალდებულების წარდგენის თარიღი და გადახდის
თარიღიც, თუმცა მითხრა, რომ დღეს ოპერაციას იკეთებს და გადავდოთო.
არის ორგანიზაციები, რომელთან მიღება-ჩაბარების თარიღად მითითებულია
29 თებერვალი, ხოლო გადახდის თარიღად 1 მარტი, ანუ მეორე დღე და
იმავე დღეს ხდება 47 დღის წინ ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების თანხის
გადახდაც.
ამ ყველაფერს მე გადმოგიგზავნით, თქვენი თბილისში ყოფნის პერიოდში.
მე არ მჯერა იმის, რომ ვინმე მათ აძლევდეთ ასეთ დავალებას, რომ ამას
გადაურიცხე და სხვას არაო. ეს უფრო არის გამოყენება სიტუაციის თავიანთი
არასწორი მენეჯმენტის გადასაფარად.
რაც შეეხება დეფიციტს, ეს პროგრამა პირველ კვარტალში დეფიციტური არ
ყოფილა და წლის ბოლოს რა იქნება, ეს სხვა საკითხია.
პატივისცემით, კახა