From : Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>
To : David Sergeenko
Subject :
Received On : 18.01.2018 12:54

ბატონო დავით, მე, ავწონ-დავწონე იმუნიზაციასთან დაკავშირებული თემები, რისკები და ა.შ. და, გადავწყვიტე შემოგთავაზოთ, რომ შიდა აუდიტის დეპარტამენტი ჩემი ხელმძღვანელობით, ჩემი მოადგილისა და შიდა აუდიტის სამმართველოს უფროსთან ერთად შევა NCDC-ში და ჩაატარებს შესაბამისობის აუდიტს, რასაც გეგმავს აუდიტის სამსახურიც, ავიღებთ იმავე პერიოდს, ანუ 2017 წელს შესასწავლად, დავდებთ ზუსტ, სწორ და რეალურ დასკვნას, რაც იქნება ყოველგვარი მითქმა-მოთქმისა და ინტერპრეტირებების დასასრული. შესაბამისად, ეს იქნება გამოწვევა ჩვენთვისაც (დეპარტამენტისთვის) და აუდიტის სამსახურისთვისაც. გთხოვთ, თქვენს თანხმობას, თქვენი მივლინებიდან დაბრუნებისთანავე შესაბამისობის აუდიტის დაწყებაზე. პროცედურულად ვუზრუნველყოფთ ყველაფერს გადაწყვეტილების შემთხვევაში. მადლობა პატივისცემით, კახაბერ ძიმისტარიშვილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი