ბატონო დავით,
გავაკეთე ცხრილი, სადაც:
1. ჩანს, თუ რა სახის კორექტირების გათვალისწინებაა საჭირო შემდგომი შესყიდვების დროს, იგულისხმება დოზის ცვლილება. გამოკითხვით აღმოჩნდა, რომ შეუსაბამო დოზა პრობლემას უქმნის პაციენტებს (ვერ ხერხდება დოზის სწორი დაყოფა
წამლის მიღებისას);
2. უკვე არსებულ მედიკამენტებს რა შეიძლება დაემატოს (იგივე სისტემების მიხედვით რაც გვაქვს ამ ეტაპზე);
3. ასევე, იმ პირველი რიგის მედიკამენტების ჩამონათვალი, თუ საუბარი იქნება სხვა სისტემების პათოლოგიათა სამკურნალო მედიკამენტების დამატებაზე.
გარდა ამისა, პაციენტები აღნიშნავენ, რომ ბარიერი მათთვის არის სააგენტოში რეგისტრაციის პროცესი, რომელიც საჭიროა წამლის გატანისას და დოზის ყოველი კორექციისას და ასევე, პროგრამაში მონაწილე აფთიაქების მცირე რაოდენობა.
პატივისცემით,
ზაზა