| From : | Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge> |
| To : | David Sergeenko |
| Subject : | |
| Cc : | Noe Kinkladze |
| Received On : | 04.06.2018 11:00 |
| Attachments : |
ბატონო დავით,
ეს არის 2 ცვლილების საკითხი, რაც უნდა განვახორციელოთ სასწრაფოდ, რადგანაც არ ემთხვევა ბრძანების შინაარსი კანონის დანართის შინაარსს და უნდა წარმოგიდგინოთ ბრძანების პროექტი ეკონომიკურმა სამსახურმა.
რაც შეეხება 2017 წლის ბიეჯეტის ანალიზში დაფიქსირებულ მონაცემებს, იქაც იყო განსხვავებები, მაგრამ 2017 წლის ივლისის თვეში გამოცემულმა ბრძანებამ ძალადაკარგულად გამოაცხადა ის. ეხლა, წელს, ივლისში დღეს მოქმედი ბრძანება გამოცხადდება ძალადაკარგულად და სავარაუდოდ,
ისევ ჩარჩება შიგ გარკვეული შეუსაბამობები. ამიტომ, ბატონმა ნოემ ამ ორი ცვლილებით უნდა წარმოგიდგინოთ ცვლილების პროექტი.
რაც შეეხება, სახელმწიფო აუდიტის ანგარიშს, დავიწყე მასზე მუშაობა და დღის ბოლოს, ან მაქსიმუმ ხვალ დილას მექნება "გადათარგმნილი" ვარიანტი სრულად, მანამდე ვერ დავასრულებ და სანამ აუდიტის სამსახურში გვექნება ამ საკითხების განხილვა, მანამდე აქ განვიხილოთ პროცესის ყველა მონაწილესთან ერთად. ყველა მათგანისთვის დაგზავნილია.
პატივისცემით, კახა