From : Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>
To : Zaza <Sopromadze>
Subject :
Cc : David Sergeenko; Zaza Sopromadze; Nino Berdzuli; Noe Kinkladze; mdarakhvelidze@moh.gov.ge; Vasil Leluashvili; Eka Sharadze; tmodebadze@ssa.gov.ge
Received On : 17.11.2017 06:20

ბატონო ზაზა, მოგესალმებით! გთხოვთ, დაავალოთ შესაბამის თანამდებობის პირ(ებ)ს, უახლოესი 1 კვირის განმავლობაში მოგვაწოდონ მასალები, რომელიც მოიცავს სააგენტოში სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების რაციონალური ხარჯვისათვის შემუშავებულ მექანიზმებს. რასაც საჭიროდ ჩათვლით, საერთო საქმისთვის ყველაფერი მნიშვნელოვანი იქნება. ბატონ დავითთან ვისაუბრე და მან გამოკვეთა პრევენციის, დეტექციის (გამოვლენა) და რეაგირების კუთხით უკვე განხორციელებული და მომავლისთვის გასააზრებელი პოსტულატების ჩამოყალიბების აუცილებლობა. ამასვე მოითხოვს, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი ბრძანების დანართის ბოლო ნაწილიც. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სააგენტოში მომზადებულია საკმაოდ ძლიერი დოკუმენტი ამ საკითხებზე და გთხოვთ, შესაბამისი განხილვის შემდეგ მოგვაწოდოთ იგი. წინასწარ გიხდით დიდ მადლობას. პატივისცემით, კახაბერ ძიმისტარიშვილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი