From : Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>
To : David Sergeenko
Subject :
Received On : 01.11.2017 07:58

მოგესალმებით, ბატონო დავით! თქვენი დავალების შესაბამისად, მეორე დღესვე შედგა სატელეფონო საუბარი ანტიკორუფციული საბჭოს ორგანიზებით გამოგზავნილი ანგარიშის ცვლილებებთან დაკავშირებით. ვესაუბრეთ უშუალოდ კოორდინატორს ამ ნამუშევრის. ამ ანგარიშის გამოგზავნას ჰქონდა პრეისტორია. მისი ინგლისურენოვანი ვარიანტი, შენიშვნებისა და კომენტარებისათვის გამოგზავნილი იყო 8 ივნისს, ხოლო 15 ივნისს გადაეგზავნათ უკან. უბრალოდ, მცირეოდენი შენიშვნები იყო გაკეთებული და აბსოლუტური თანხმობა იყო რეკომენდაციებზე, რაც მნიშვნელოვანია. 10 დღიანი ვადა ითხოვა ცვლილებებისთვის ქალბატონმა ნინომ მეორე მხარისაგან, მაგრამ ჩვენ დავაფიქსირეთ, რომ მაქსიმუმ 8 დღეში ყველა ცვლილება უნდა იყოს ბატონ დავითთან გავლილი, რომ ისევ რაიმე გაუგებრობა არ მოხდეს. ეს ვადა ამოიწურება 3 ნოემბერს. ზეგ, პარასკევს უნდა დასრულდეს ამ საკითხზე მუშაობა და გადმოგეგზავნებათ საბოლოო ვარიანტი თქვენი შენიშვნებისათვის. ზაზაც დაეთანხმა ყველა რეკომენდაციას... რაც შეეხება საყოველთაოზე მუშაობას, ჩვენ ბოლო მოწოდებული ინფორმაციებიდან გამომდინარე ინტენსიური მუშაობის რეჟიმზე გადავედით. ძალიან გვინდა მოვრჩეთ ვადაში, მაგრამ კომპიუტერების სიმძლავრეებიც არ გვიწყობს ხელს. ახალ-ახალი კითხვები ჩნდება ამ ინფორმაციების დამუშავებისას და ყველა კითხვაზე პასუხის მიღებაა აუცილებელი. ამდენად, მე ვესაუბრე ზაზას და მოვამზადებო მოხსენებითს ვადის გაგრძელებაზეო (თქვენც გესაუბრეთ). მოკლედ ვმუშაობთ გულმოდგინედ. პირველი შეხვედრაც, სავარაუდოდ, პირველი შედგების მიხედვით გვექნება და ამ თვეში აუცილებლად შედგება. 8-9 ნოემბერს გუდაურში უნდა დავესწროთ ტრენინგს და მერე გადავერთვები ჩხოროწყუს საკითხზეც - ჩავალ აუცილებლად და გადავაკონტროლებ შესრულებას მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებებისა. პატივისცემით, კახაბერ ძიმისტარიშვილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი