From : Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>
To : Zaza Sopromadze; Nino Berdzuli; mdarakhvelidze@moh.gov.ge; Noe Kinkladze; nodisharia@moh.gov.ge mtabagari@moh.gov.ge; ibibilashvili@moh.gov.ge; sbelkania@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; Elza Jgerenaia; Mikheil Janiashvili
Subject :
Cc : David <Sergeenko>
Received On : 26.10.2017 06:23

მოგესალმებით ბატონო ზაზა, ქალბატონო ნინო, კოლეგებო! გუშინ გადმოგზავნილ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა ანტიკორუფციული საბჭოდან მიღებული ანგარიშის/დასკვნის პროექტზე მოსაზრებების გამოთქმას, მნიშვნელოვანია ძალიან სწრაფად მოხდეს შეხვედრა და მოსაზრებების დაფიქსირება. ეს მოსაზრებები, საბოლოო ჯამში, ჩამოყალიბდება ერთიან ფორმატში და სამინისტროს დოკუმენტის სახეს მიიღებს, რაც გადაეგზავნება ანტიკორუფციულს. არ არის აუცილებელი მხოლოდ კრიტიკული თვალით შევხედოთ ამ ანგარიშს/დასკვნას. მასში გაკეთებული მიგნებები რამდენად არის მისაღები სამინისტროსთვის (და ასეთები, ვფიქრობთ საკმაოდაც არის), ამაზე უნდა ჩამოვყალიბდეთ. ამიტომ გთხოვთ, დღეს ან ხვალ დაიგეგმოს ეს შეხვედრა. მთავარია ბატონი დავითის, ბატონი ზაზას და ქალბატონი ნინოს დროები დავამთხვიოთ და დეპარტამენტის უფროსებიც მოვერგებით ამ დროებს. პატივისცემით, კახაბერ ძიმისტარიშვილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი