From : Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>
To : David Sergeenko
Subject :
Received On : 31.05.2018 07:55

მოგესალმებით, ბატონო დავით!


უკანასკნელი პერიოდის აქტივობებს მოგახსენებთ:

1. ბატონმა მიხეილ დუნდუამ მთხოვა იდენტიფიცირებული რისკების ჩამონათვალი გამეკეთებინა მისთვის. ჩვენ ჩამოვწერეთ რისკები , რომლებიც იყო მოყვანილი ყველა ჩვენ ანგარიშში მხოლოდ და მხოლოდ. აღნიშნული მინდოდა მომეხსენებინა თქვენთვის, მაგრამ იმ დღეს პრემიერს ხვდებოდით თქვენ და, როგორც მარიშამ მითხრა,  ვერ შემხვდებოდით. ამის, მერე ჩვენ მივაწოდეთ რისკების რეესტრი ბატონ მიხეილს;

2. ავტოპარკთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ კილომეტრაჟის აღმრიცხველი ჟურნალების წარმოება დაწყებულია 2 აპრილიდან. ჩემი თანამშრომლები აკეთებენ არსებული მონაცემების ანალიზს. ეხლაც მუშაობენ ამ საკითხებზე. როგორც გახსოვთ, ჩვენი რეკომენდაცია გულსხმობდა 1 თვიან, 3 თვიან, 6 თვიან და 1 წლიან დაკვირვებებს. 1 თვიანი მონაცემები ანალიტიკურ ცხრილში მოქცეული გვაქვს და ანალიზს ვწერთ. 3 თვე შესრულდება 2 ივლისს. გაანალიზების შედეგებზე გავაკეთებთ პირველად მოხსენებას. ამასთან, თქვენი რეზოლუცია ანგარიშზე იყო შეხვედრის ჩანიშვნა. ჩვენ რეკომენდაციების ნაწილი გავაცანით იმ ხალხს ვისი განსახორციელებელიც იყო ისინი და მათთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. აღნიშნულ ვითარებას წარმოვადგენთ სამოქმედო გეგმის წარმოდგენის დროს. შეხვედრა ჯერჯერობით ვერ შედგა იმ მოვლენების გამო, რაც განხორციელდა სამინისტროში და ვაპირებთ 3 თვიანი ანგარიშის დროს გავაკეთოთ, თუ უფრო ადრე სხვა გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული;

3. რაც შეეხება ბიუჯეტის ანალიზს, მინდა გითხრათ, რომ ამ საკითხზე ხვალ მოგახსენებთ გარკვეულ დეტალებს.

4. ყოველდღიურად ვაცნობთ და ვხვდებით სააგენტოს აუდიტის სამსახურის მომავალ ხელმძღვანელს ფაქტობრივ მდგომარეობებს. ის დანიშნულია ეკონომიკურ სამსახურში მოადგილედ, გამოხატავს ინტერესს სხვადასხვა მიმართულებით და მასთანაც ვმუშაობთ.



პატივისცემით, კახა