From : Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>
To : Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge
Subject :
Cc : David Sergeenko; Zaza Sopromadze; Nino Berdzuli; Noe Kinkladze; mdarakhvelidze@moh.gov.ge; Vasil Leluashvili; Eka Sharadze; tmodebadze@ssa.gov.ge
Received On : 27.09.2017 06:19

მოგესალმებით, ქალბატონო მაია! უნდა გითხრათ, რომ ჯერ კიდევ არ მიგვიღია პროგრამის მიმწოდებლების ჩამონათვალი მოთხოვნილი ფორმით. ვესაუბრეთ ბატონ ტაბატაძესაც, მაგრამ გაგრძელდა ეს პროცესი. გარდა ამისა, როგორც ეკამ გთხოვათ სატელეფონო საუბრისას, აუცილებლად გვჭირდება პროგრამის ამოქმედებიდან 2017 წლის 25 აპრილამდე პერიოდში, დეპარტამენტის მხოლოდ და მხოლოდ ოფიციალური (დეს-ში რეგისტრირებული) ანგარიშები (ყოველკვარტალური, წლიური) დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ, პროგრამის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაციული სახის წერილი და მოხსენებითი ბარათი, თუკი რაიმე სახის წერილი და/ან მოხსენებითი ბარათი მომზადებულა დადგენილებაში ცვლილებების განხორციელების აუცილებლობის შესახებ. ეს დოკუმენტაცია მომზადებული იქნებოდა დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მხრიდან სააგენტოს დირექტორის სახელზე. გთხოვთ, შემჭიდროებულ ვადებში წარმოგვიდგინოთ აღნიშნული დოკუმენტაცია. მადლობა წინასწარ და გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ მიმწოდებლების ჩამონათვალის მომზადებას. პატივისცემით, კახაბერ ძიმისტარიშვილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი