From : David Sergeenko <david.sergeenko@icloud.com>
To : David Sergeenko
Subject :
Received On : 28.07.2017 08:08

ასეთი შემოთავაზება მექნებოდა "ტყვიის მაღალი შემცველობის" თემაზე- მომავალ კვირას ალბათ უკვე დავასრულებთ პროექტის დიზაინს და შეგვეძლება მთავრობის სხდომის შემდეგ მოკლე პრეზენტაციის გაკეთება. იმდენად, რამდენადაც ეს კომპლექსური საკითხია და სხვადასხვა უწყებების (გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, ეკონომიკა) ჩართულობას საჭიროებს, სათხოვარი მექნებოდა წინასწარ შევკრებილიყავით თქვენთვის მოხერხებულ ნებისმიერ დროს. თუ შეძლებთ- გიგლა, ლევან, გიორგი გახარია. საქმე იმაშია, რომ სამწუხაროდ საინფორმაციო დღის წესრიგს კვლავ ოპოზიცია და ათასი ჯურის ნჯო/ენთუზიასტ/კარიერისტები ადგენენ და ჩვენ ხშირად მხოლოდ მოპასუხის რეჟიმში გვიწევს ყოფნა. ეს კომკრეტული თემა მზარდად რეზონანსულია, ამ დროს რეალურად არაფრისგანაა შექმნილი. ვფიქრობ აუცილებელია ერთობლივი- უწყებათაშორისი ძალისხმევა, რადგან ეს საკითხი გადანაწილებულია რამოდენიმე უწყებაზე და ცალცალკე აქტიობა არ იქნება შედეგის მომტანი. მადლობა Sent from my iPhone