მოგესალმებით, ბატონო დავით!
როგორ ბრძანდებით?
ბატონ გია თვალავაძის საკითხზე მოვრჩით მუშაობას და ერთობლივად
გავივლით გიასთან და ამის მერე შეგატყობინებთ შედეგებს, ასევ არის
შემოსული კიდევ ერთი სარჩელი სახალხო დამცველის აპარატიდან და ამის
პასუხსაც ვამზადებთ, რასაც მოგახსენებთ დასრულების შემდგომ.
კიდევ არის პატარ-პატარა ნიუანსები, მაგრამ მთავარია საყოველთაოს
საკითხზე მუშაობა და დაკავებულები ვართ ამით. გეგმას შევიმუშავებ
გაერთიანებული შეხვედრისთვის და გაგაცნობთ თქვენ ერთიანი და
ერთობლივი სამოქმედო გეგმისა და სახელმძღვანელო ეტაპების დასანერგად.
ვფიქრობთ 1-2 კვირის თავზე შეხვედრის დაგეგმვას. მანამდე სააგენტოს IT
დეპრატმენტისგანაც ჩამოყალიბებული ფორმატით გამოვითხოვთ
ინფორმაციებს, ამის შემდეგ შევთანხმდებით შერჩევაზე, რაც დაეფუძნება
არსებითობის დონის საერთაშორისო სტანდარტს (დამტკიცებულია
საქართველოს მთავრობის დადგენილებით). გაერთიანებულ შეხვედრაზე
ჩამოყალიბდება მთლიანი პოპულაციიდან შერჩეული ჯგუფი და შესწავლის
შედეგი გავრცელდება მთლიან პოპულაციაზე, რაც ასევე მისაღები იქნება
საერთაშორისო სტანდარტით.
ამ სტანდარტებზე კი ვისაუბრებთ შეხვედრაზე. სამუშაო ბევრია, მაგრამ
საინტერესო პროცესია და გთხოვთ, უყურადღებობაში არ ჩამომართვათ
მოკითხვების ნაკლებობა :::) ეს ასე ნამდვილად არ გახლავთ.
პატივისცემით, კახა