From : David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
To : David Sergeenko
Subject :
Received On : 26.06.2018 12:41

(დასასრული)  ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტრო უქმდება და ფუნქციები გადანაწილდება შემდეგნაირად: დევნილთათვის სახლების მშენებლობის ფუნქცია გადადის რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მიგრაციის კომპონენტი გადავა შინაგან საქმეთა სამინისტროში, ხოლო მისი სოციალური პოლიტიკის ნაწილი გადაეცემა შრომის, ჯანმრეთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ერქმევა - ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.  რელიგიის სააგენტო შეერწმება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს.  ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი განვითარების კომპონენტი გადავა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.  ამ ცვლილებებით ჩვენ მივიღებთ მცირე, ეფექტიან მთავრობას, რომელიც უზრუნველყოფს დაგეგმილი რეფორმების წარმატებით განხორციელებას და შედეგების სწრაფად მიტანას მოქალაქეებამდე. Sent from my iPhone