| From : | d.bakradze <baqradze@gmail.com> |
| To : | David Sergeenko; Mako M; Tea Tsulukiani; gmgebrishvili@moc.gov.ge; Papuna Mikheil Janelidze; Kala; sozarsubari@gmail.com; Archil Karaulashvili; Maya Tskitishvili; ajejelava@mes.gov.ge; k_kakhishvili@yahoo.com |
| Subject : | OSG ღონისძიება - 22 ივლისი |
| Cc : | Nino <Grdzelishvili> |
| Received On : | 20.07.2016 14:45 |
2016 წლის 22 ივლისს,
11 საათზე,
ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს” ოფისში გაიმართება პროექტ „საქართველოს
ხელისუფლების
ანგარიშვალდებულების გაზრდა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების
შესრულების
მონიტორინგის
გზით“
ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფის მიერ შემუშავებული პოლიტიკის დოკუმენტების წარდგენა (აღნიშნული დოკუმენტები ჩვენთვის/სახელმწიფო უწყებებისთვის შენიშვნებისთვის/კომენტარებისთვის წინასწარ არ გაუზიარებიათ).
პოლიტიკის დოკუმენტები აფასებს ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელებას
მართლმსაჯულების, სასამართლო სისტემის, ადამიანის უფლებების დაცვის, არჩევნების,
ბავშვთა უფლებების დაცვის, მედიის თავისუფლების, კორუფციასთან ბრძოლისა და შრომითი უფლებების დაცვის მიმართულებით 2015 წლის 1 სექტემბრიდა. 2016 წლის 1 ივნისამდე.
არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად, აღნიშნულ ღონისძიებაზე მიწვეულნი ვართ ჩვენც - შესაბამისი
სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები (შესაბამისი წერილები თითოეულ უწყებაში უნდა იყოს მოსული). საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ჩემი აზრით, კარგი იქნება, თუ პოლიტიკის დოკუმენტების წარდგენას თქვენი უწყებებიდან წარმომადგენელი დაესწრება მინისტრის მოადგილის ან დეპარტამენტის დირექტორის დონეზე.
ინფორმაციისთვის, გიგზავნით ღონისძიების დღის წესრიგს.