| From : | Irina Grdzelidze <secretary@ccm.caucasus.net> |
| To : | David <Sergeenko> |
| Subject : | PAAC Sustainability |
| Cc : | Nino Berdzuli; sbelkania@moh.gov.ge; tgabunia@URC-CHS.COM; admin.ccm@caucasus.net |
| Received On : | 02.03.2017 10:40 |
მოგესალმებით ბატონო დავით,
როგორც მოგეხსენებათ, პოლიტიკისა და ადვოკაციის საკოორდინაციო კომიტეტმა, რომელიც საბჭოსთან ფუნქციონირებს დაასრულა ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი, რაც გარდამავალი გეგმის შემუშავებაში ხელშეწყობას ითვალისწინებდა. ალოკაციის ახალი წერილის თანახმად, საქართველომ უნდა გააგრძელოს მუშაობა დაფინანსების მოთხოვნის დოკუმენტზე, რომელიც გლობალურ ფონდში 2018 წლის დასაწყისში უნდა წარვადგინოთ, ამდენად დოკუმენტზე მუშაობა ქვეყანამ რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყოს. ხომ არ მიგაჩნიათ მიზანშეწონილად კომიტეტის (ასევე პოლიტიკისა და ადვოკაციის სპეციალისტის პოზიციის), როგორც საკონსულტაციო პლატფორმის, შენარჩუნება? აღნიშნული შესაძლებლობას მოგვცემს დაფინანსების მოთხოვნა მომზადდეს ყველა დაინტერესებულ მხარესთან შეთანხმებით და გამჭვირვალე გარემოში, რაც გლობალური ფონდის ერთ-ერთი აუცილებელი მოთხოვნაა დაფინანსების მოთხოვნის წარდგენისას.
როგორც მოგეხსენებათ, 2016 წლის სექტემბერში PAAC-ის საფუძველზე ჩამოყალიბდა TB-REP სამუშაო ჯგუფი, სადაც PAAC-ის წევრების გარდა TB-REP ჯგუფის მაკოორდინირებელ ფუნქციასთან მეტი თანხვედრის თვალსაზრისით დამატებით გაერთიანებული არიან შესაბამისი გამოცდილებისა და ექსპერტიზის მქონე პირები. დაგეგმილია რიგი აქტივობების განხორციელება სამუშაო ჯგუფის მიერ. აღნიშნული შესაძლებელია ასევე გახდეს პოლიტიკისა და ადვოკაციის სპეციალისტის განახლებული სამუშაო აღწერილობის შემადგენელი ნაწილი.
ასევე მოგახსენებთ, რომ ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს ორწლიან ბიუჯეტში პირველ წელს პოლიტიკისა და ადვოკატირების სპეციალისტის ხაზში დარჩენილი (დაახლოებით 11000 აშშ დოლარი) თანხა იძლევა აღნიშნული პოზიციის შენარჩუნების შესაძლებლობას.
აქვე გაცნობებთ, რომ ზემოთ აღნიშნულზე უკვე გავიარეთ კონსულტაცია ქალბატონ ნინო ბერძულთან, რომელმაც თანხმობა განაცხადა პოლიტიკისა და ადვოკაციის კომიტეტისა და სპეცლიასტის შენარჩუნებასთან დაკავშირებით.
თქვენი თანხმობის შემთხვევაში აღნიშნული ინიციატივით მივმართავთ გლობალურ ფონდს დასამტკიცებლად.
პატივისცემით,
ირინა