საბჭოს პატივცემულო წევრებო,
როგორც მოგეხსენებათ, ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, პოლიტიკისა და ადვოკატირების საკონსულტაციო კომიტეტს მიენიჭა ტუბერკულოზისა და აივ–ის ეროვნული სტრატეგიების, გლობალურ ფონდში წარსადგენი დაფინანსების მოთხოვნის განაცხადების მომზადების, ქსს–ს გარდამავალი გეგმის მზადების პროცესებში ძირითადი საკონსულტაციო პლატფორმის ფუნქცია.
გარდა ამისა, როგორც მოგეხსენებათ, საბჭოს გადაწყვეტილების მიხედვით, ყველა დაინტერესებული მხარის, განსაკუთრებით კი ძირითადი დაზარალებული მხარეების, აქტიური მონაწილეობის და ფართომასშტაბიანი დიალოგის რეჟიმის უზრუნველყოფის მიზნით ქვეყნის საკოორდინაციო საბჭომ გააფართოვა კომიტეტის შემადგენლობა.
დანართის სახით გაწვდით პოლიტიკისა და ადვოკატირების საკონსულტაციო კომიტეტის განახლებულ სამუშაო აღწერილობას და წევრების სიას (ქართულ და ინგლისურ ენაზე).
მოგმართავთ თხოვნით გაეცნოთ მოწოდებულ მასალას და მოგვწოდოთ თქვენი დამატებითი კომენტარი, აღნიშნულის არსებობის შემთხვევაში, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 11 მაისის, 18:00 საათისა. მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ განახლებული სამუშაო აღწერილობა და შემადგენლობა ჩაითვლება საბოლოოდ შეთანხმებულად ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოსთან.
პატივისცემით,
ნათია ხონელიძე