From : Dimitri Kumsishvili <DKumsishvili@mof.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : RE: აფთიაქების ინსპექტირება
Received On : 16.08.2017 11:47

სალამი დათო,

100% გვერდში მიგულე, მაგ თემაზე ვფიქრობ ვერც უნდა გაბედონ ჩემთან მოსვლა.

პატივისცემით

დიმა

 

From: David Sergeenko [mailto:dsergeenko@moh.gov.ge]
Sent: Wednesday, August 16, 2017 3:05 PM
To: Dimitri Kumsishvili
Subject:
აფთიაქების ინსპექტირება

 

 

 

  სალამი დიმა

 

 როგორ ხარ? იმედია შენსკენ ყველაფერი კარგადაა.

 

ასეთი თემაა- ბოლო ორი დღეა თბილისის აფთიაქებში (როგორც მცირე, ასევე ქსელურებში) ჩავატარეთ საკონტროლო შესყიდვები.

მე თითონ არ ველოდი ასეთ შედეგს- 100% ში დარღვევით გასცემენ წამალს! სულ არ აინტერესებთ რეცეპტითაა გასაცემი თუ ურეცეპტოდ.

 

ამას თავისი რეაგირება მოყვა- დაიწერა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები (პირველ ჯერზე ეს 500 დან 1000 ლარამდეა).

 

აღარ დავიწყებ იმის ახსნას, თუ რატომ არის წამლის კანონის მიხედვით გაცემა მნიშვნელოვანი და რატომაა ცუდი კანონის დარღვევა,

საქმის კურსში გაყენებ იმ პრეცედენტების გამო, რომელიც რამდენიმე თვის წინ იყო ჩვენს მიერ ქსელური კლინიკების დაჯარიმების თემაზე.

 

 რადგან მაშინ ეს ხალხი შენთან მოვიდა- ჯანდაცვა გვჩაგრავსო, არ არის გამორიცხული ქსელურმა აფთიაქებმაც იგივე გააკეთონ და მინდა წინასწარ იყო საქმის კურსში.

მართალია ეს ჯარიმა არ არის დიდი, მაგრამ განმეორების შემთხვევაში იზრდება და თუ წლის განმავლობაში რეციდივები იქნა, შეიძლება საქმიანობის ლიცენზიაც კი დაკარგონ.

 

 მართლა არ მინდა (არ ვარ) კერძო ბიზნესის მძულვარე და ტროცკისტი გამოვჩნდე :) , მაგრამ ასე რომ ფეხებზე დაიკიდოს ამ ხალხმა (100% !!! დარღვევა) სახელმწიფო კანონები

ეგეთი რამე მე არ ვიცი

 

 დღეს ვაპირებ ამ ქსელური აფთიაქების ( ავერსი, პსპ. გეფა (ანუ "ევექსი"), ფარმა-სახლი, სახალხო აფთიაქი) მენეჯერებთან შეხვედრას და ვეცდები ავუხსნა, რომ არ შეიძლება ასე.

 

 პატივისცემით

დათო