| From : | Nino Berdzuli <nberdzuli@moh.gov.ge> |
| To : | David Sergeenko; Zaza Sopromadze; vkvaratskhelia; Amiran Gamkrelidze; Avtandil Talakvadze; Marina Darakhvelidze |
| Subject : | RE: გრიპი |
| Received On : | 26.12.2016 10:42 |
ბატონო დავით,
გიგზავნით ბოლო სამი დღის მონაცემებს. ზოგადად, აღინიშნება როგორც 24/7 ცენტრებში გადამისამრთებული ზარების კლების ტენდენცია ასევე 112 -ის „ჩამოკიდებული“ ზარების რაოდენობის კლება. შეგახსენებთ, რომ როდესაც პროექტს გავუკეთეთ ინიციირება, გადამისამართებული ზარების მაქსიმალური რაოდენობა იყო 280-მდე, ხოლო „ჩამოკიდებული“ ზარების 600- ზე მეტი.
24/7 ცენტრების მუშაობა გაგრძელდება იგივე რეჟიმით.
რაც შეეხება სტაციონარებში არსებულ მდგომარეობას, რამდენიმე პაციენტი მართვის სუნთქვაზეა, თუმცა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელთან მიმართებაში მატების ტენდენცია არ არის.
პატივისცემით,
ნინო
23.12.16-24.12.16. | |||||||||
სულ გადამისამართებული ზარები | ისანი-სამგორი | ვაკე-საბურთალო | დიდუბე-ჩუღურეთი | გლდანი-ნაძალადევი | დაბრუნებული (მეორადი) ზარი | სასწრაფოს ყველაზე მეტი საქმე, როცა არცერთი ბრიგადა არ იყო თავისუფალი | |||
156 | 49 | 43 | 28 | 36 | 10 | 233 | |||
24.12.16-25.12.16. | |||||||||
სულ გადამისამართებული ზარები | ისანი-სამგორი | ვაკე-საბურთალო | დიდუბე-ჩუღურეთი | გლდანი-ნაძალადევი | დაბრუნებული (მეორადი) ზარი | სასწრაფოს ყველაზე მეტი საქმე, როცა არცერთი ბრიგადა არ იყო თავისუფალი | |||
169 | 54 | 43 | 23 | 49 | 29 | 363 | |||
| |||||||||
| |||||||||
| |||||||||
| |||||||||
25.12.16-26.12.16. | |||||||||
სულ გადამისამართებული ზარები | ისანი-სამგორი | ვაკე-საბურთალო | დიდუბე-ჩუღურეთი | გლდანი-ნაძალადევი | დაბრუნებული (მეორადი) ზარი | სასწრაფოს ყველაზე მეტი საქმე, როცა არცერთი ბრიგადა არ იყო თავისუფალი | |||
153 | 47 | 38 | 27 | 41 | 20 | 218 | |||
From: David Sergeenko
Sent: 26 December, 2016 13:21
To: Nino Berdzuli
Subject: Re:
სალამი კოლეგებო
დღეს რა მონაცემები გვაქვს ამ მიმართულებით?
მადლობა
დ. სერგეენკო
From: Nino Berdzuli <nberdzuli@moh.gov.ge>
Date: Thu, 15 Dec 2016 22:10:21 +0400
To: Davit Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>, Zaza Sopromadze <zsopromadze@moh.gov.ge>, vkvaratskhelia <vkvaratskhelia@moh.gov.ge>, Amiran Gamkrelidze <a.gamkrelidze@ncdc.ge>, Avtandil Talakvadze <atalakvadze@moh.gov.ge>, Marina Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>
Subject: RE: გრიპი
ბატონო დავით,
მოგახსენებთ, რომ სრული დატვირთვით 24/7 რეჟიმზე ოთხივე ცენტრი ამუშავდა გუშინ. შესაბამისად 14/12 9: 00 სთ -15/12 9:00 სთ დღის სრული მონაცემი არის შემდეგი: 112 -დან გადამისამართებული ზარების რაოდენობა 202; აქედან თითქმის 50% (111 ზარი) იყო გლდანი-ნაძალადევის ცენტრზე.
ცენტრების ამუშავების შედეგად "ჩამოკიდებული" ზარების რაოდენობა შემცირდა; თუ ცენტრების ამუშავებამდე 500 ზე მეტი ზარი იყო რეაგირების გარეშე, მოცემულ პერიოდში ასეთი ზარების რაოდენობა შემცირდა 250 მდე. განახლებული ინფორმაცია 112 დან გვექნება ხვალ. ასევე, ყოველდღიურად ვიღებთ ინფორმაციას პჯდ ცენტრებიდან გადამისამართებული ზარების და პაციენეტების რაოდენობის შესახებ.
ბინაზე გამოძახებებისთვის სამ ცენტრზე ( გლდანი, ისანი, ჩუღურეთი) მიმაგრებული არის 112 მანქანები, საბურთალოს ცენტრი იყენებს ტაქს.
პატივისცემით,
ნინო
From: David Sergeenko
Sent: Thursday, December 15, 2016 9:12 PM
To: Nino Berdzuli; Zaza Sopromadze; vkvaratskhelia; Amiran Gamkrelidze; Avtandil Talakvadze; Marina Darakhvelidze
Subject: გრიპი
საღამო მშვიდობის კოლეგებო
ხომ არ გაქვთ მონაცემები გუშინ წინდელი მიღებული ზომების (4 პჯდ ცენტრის 24/7 გადაყვანა) რა შედეგები მოგვცა?
რამდენი პაციენტი მიიღეს, რამდენ გამოძახებაზე გავიდნენ და რამდენით (თუკი ასე მოხდა) შემცირდა 112 ის "ჩამოკიდებული" გამოძახებები?
მადლობა
დათო