| From : | Tengiz Tsertsvadze <tengizt@gol.ge> |
| To : | Ekaterine Adamia; Amiran Gamkrelidze; Maia Tsereteli; tjikia@moh.gov.ge; sharvadzel@yahoo.com; vakhoker@yahoo.com; maiabutsashvili@gmail.com; Koka Labartkava; Mari Chokheli; Ia Kamarauli |
| Subject : | RE: დაწესებულებების შერჩევის კრიტერიუმები (HEPC) |
| Cc : | David <Sergeenko> |
| Received On : | 17.09.2017 19:05 |
ქალბატონო ეკა,
პატივცემულო კომისიის წევრებო,
წარმოგიდგენთ ჩვენს მოსაზრებებს თქვენს ა.წ. 6 სექტემბრის იმეილთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის მიმწოდებელი დაწესებულებების შერჩევის კრიტერიუმებს.
ჩვენ არ შევეხებით დეტალურად სადღეისოდ მოქმედ კრიტერიუმებს, რომლებიც გარკვეულ დახვეწას საჭიროებს, მაგრამ ძირითადში მისაღებია და ყურადღებას გავამახვილებთ მხოლოდ რამოდენიმე, ჩვენის აზრით მნიშვნელოვან კრიტერიუმზე:
1. პროგრამის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებას უნდა ჰქონდეს ვირუსულ ჰეპატიტებზე მუშაობის სათანადო (სულ ცოტა 3 წლის) გამოცდილება.
დღეს როგორი სურათი გვაქვს:
კლინიკები, რომელთაც არასდროს უმუშავიათ ვირუსული ჰეპატიტების პრობლემაზე, პროგრამაში მონაწილეობით სარგებლის მიღების მიზნით კონტრაქტს უფორმებენ რომელიმე ინფექციონისტს/ჰეპატოლოგს, როგორც წესი არასრული სამუშაო დღით (შეთავსებით) და ერთვებიან პროგრამაში.
მიგვაჩნია, რომ ასეთი წესით დაქირავებული ექიმის არსებობა არ უნდა იყოს საკმარისი კრიტერიუმი პროგრამაში ჩასართავად, რადგან პაციენტისათვის მაღალხარისხოვანი სერვისის მისაწოდებლად საჭიროა თვით დაწესებულებას ჰქონდეს გარკვეული გამოცდილება და ტრადიციები, ჰყავდეს შესაბამისი კვალიფიკაციის და გამოცდილების მქონე გუნდი (და არა ერთი, ნახევარ შტატზე მომუშავე ექიმი), ჰქონდეს შესაფერისი ინფრასტრუქტურა. მეტი სიცხადისთვის -დაწესებულებას, რომელსაც მხოლოდ ერთი დაქირავებული სპეციალისტი ჰყავს (და ისიც შეთავსებით) არავინ არ უკრძალავს ზოგადად ჰეპატიტებით ავადმყოფებთან მუშაობას, მაგრამ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა იმდენად სერიოზული და მნიშვნელოვანი პროგრამაა, რომ მასში მონაწილეობა უდიდესი პასუხისმგებლობაა და გარკვეულწილად დიდი პატივიცაა. შესაბამისად, მას სათანადო დამსახურებაც სჭირდება. მსოფლიო გამოცდილებით ასეთი მნიშვნელობის პროგრამებში მონაწილეობისათვის არჩევენ მხოლოდ დარგის საუკეთესო, წამყვან დაწესებულებებს და არ იყენებენ ყველა მსურველისათვის ე.წ. „ღია კარის“ პრინციპს.
2. პროგრამის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებას უნდა ჰქონდეს შესაბამისი ინფრასტრუქტურა და უნდა შეეძლოს შეასრულოს პროგრამით გათვალისწინებული ყველა კვლევა ან მათი უმეტესობა მაინც. ასეთი მიდგომა ჯერ ერთი უზრუნველყოფს პაციენტის დიაგნოსტიკის და მკურნალობის უფრო მაღალ დონეს და მეორეც - უზრუნველყოფს სერვისების ე.წ. „ერთი ფანჯრის“ პრინციპით მიწოდებას, რაც ამ კონკრეტული პროგრამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
მიგვაჩნია, რომ ზემოთაღნიშნული მოთხოვნების გარკვეული „შერბილება“ შეიძლება დაშვებულ იქნას მხოლოდ ზიანის შემცირების ცენტრებისათვის და პირველადი ჯანდაცვის რგოლის დაწესებულებებისათვის და მათთვის შემუშავდეს განსხვავებული მოთხოვნები, ვინაიდან ამ რგოლების პროგრამაში მონაწილეობის მიზანშეწონილობა სხვა ფაქტორებით არის განპირობებული.
3. გამართლებულად მიგვაჩნია აგრეთვე ქალაქებისა და რეგიონებისათვის დაწესდეს მიმწოდებელი დაწესებულებების გარკვეული კვოტები, რაზეც კომისიის სხდომაზეც იყო საუბარი. ასე მაგალითად, ქ. თბილისს ნამდვილად არ სჭირდება 16 მიმწოდებელი დაწესებულება. მათ გამოცდილებასა და კომპეტენციაზე რომც არაფერი ვთქვათ, მიმწოდებლების (მითუმეტეს, არაპროფილურის) ასეთი სიმრავლე ელემენტარულად ართულებს ლოჯისტიკას, აღრიცხვიანობას და ზოგადად მენეჯმენტს, ზრდის შეცდომების, მათ შორის სერიოზული შეცდომების რისკებს.
პატივისცემით,
თენგიზ ცერცვაძე
From: Ekaterine Adamia [mailto:eadamia@moh.gov.ge]
Sent: 2017 წლის 06 09, ოთხშაბათი 17:59
To: Amiran Gamkrelidze; Maia Tsereteli; tjikia@moh.gov.ge; tengizt@gol.ge; sharvadzel@yahoo.com; vakhoker@yahoo.com; maiabutsashvili@gmail.com; Koka Labartkava; Mari Chokheli; Ia Kamarauli
Cc: David Sergeenko
Subject: დაწესებულებების შერჩევის კრიტერიუმები (HEPC)
პატივცემულო კომისიის წევრებო,
C ჰეპატიტის სახელმწიფო კომისიის 4 სექტემბრის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, გთხოვთ, მოგვაწოდოთ (reply all რეჟიმში) თქვენი მოსაზრებები და წინადადებები C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის მიმწოდებელი დაწესებულებების შერჩევის კრიტერიუმების შესახებ.
დანართის სახით გიგზავნით დაახლოებით ჩარჩოს, რა მიმართულებებზეც გაკეთდა აქცენტები კომისიის სხდომაზე.
ასევე, გიგზავნით დამატებით მასალებს (დადგენილებების/ბრძნების ასლებს, პრეზენტაციას).
პატივისცემით,
ეკა
From: Ekaterine Adamia
Sent: 2017 წლის 03 09, კვირა 14:35
To: Amiran Gamkrelidze; Maia Tsereteli; tjikia@moh.gov.ge; tengizt@gol.ge; sharvadzel@yahoo.com; vakhoker@yahoo.com; maiabutsashvili@gmail.com; Koka Labartkava; Mari Chokheli; giorgi-2013@rambler.ru
Cc: David Sergeenko
Subject: C ჰეპატიტის სახელმწიფო კომისიის სხდომა
მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ ხვალ, 4 სექტემბერს, 17:00სთ-ზე, სამინისტროში (მე-8 სართულზე, ბრიფინგის დარბაზი) მინისტრის ხელმძღვანელობით გაიმართება С ჰეპატიტის სახელმწიფო კომისიის მორიგი სხდომა.
დანართის სახით გიგზავნით დღის წესრიგს.
გთხოვთ, დაესწროთ.
პატივისცემით,
ეკა
ეკატერინე ადამია
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა
და პროგრამების სამმართველოს უფროსი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტრო