From : Lia Jabidze <L.Jabidze@ncdc.ge>
To : Ekaterine Adamia; mdarakhvelidze@moh.gov.ge; Noe Kinkladze; Shorena Okropiridze; Amiran Gamkrelidze; Paata Imnadze; Khvicha Getia Gmail; tako; tsirbiladze@usaid.gov; Kurtsikashvili; Giorgi
Subject : RE: იმუნიზაციის საბჭოს სხდომა
Cc : David <Sergeenko>
Received On : 15.01.2018 13:14

ეკა,  დიდი მადლობა მოწვევისთვის, ვადასტურებ დასწრებას.

 

პატივისცემით, ლიკა

 

Lia Jabidze, MD,  EPI manager,

Head of Immunoprophylaxis   Division, CDD

National Center for Disease Control and Public Health

9 M. Asatiani Street, 0177 Tbilisi, Georgia

Tel.: (995 32) 239 59 08 ext. 155

Cell: (995 599) 58 37 90

email: l.jabidze@ncdc.ge; ljabidze@gmail.com

www.ncdc.ge

 

From: Ekaterine Adamia [mailto:eadamia@moh.gov.ge]
Sent: Monday, January 15, 2018 5:10 PM
To: mdarakhvelidze@moh.gov.ge; Noe Kinkladze; Shorena Okropiridze; Amiran Gamkrelidze; Paata Imnadze; Khvicha Getia Gmail; Lia Jabidze; tako; tsirbiladze@usaid.gov; Kurtsikashvili, Giorgi (CCC-GEO; RUK@euro.who.int; Ivane Sana; keti_kasashvili@yahoo.fr; mkherkheulidze@hotmail.com; nck7@cdc.gov; ekapaatashvili@gmail.com
Cc: David Sergeenko
Subject:
იმუნიზაციის საბჭოს სხდომა

 

მოგესალმებით, გილოცავთ შობა-ახალ წელს!

 

გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 17 იანვარს, ოთხშაბათს, 16:00 სთ-ზე ჩანიშნულია იმუნიზაციის საბჭოს მორიგი სხდომა.

 

საბჭოზე განსახილველად წარმოდგენილი იქნება 2015-2016 წლებში ჩატარებული იმუნიზაციის მოცვის კვლევის ანგარიში (დანართის სახით გიგზავნით დოკუმენტის სრულ და მოკლე ვერსიას).

 

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოში იმუნიზაციის სერვისები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა,  მოცვის მაჩვენებლები აცრების უმეტესობისათვის ჯერაც ვერ აღწევს 95%-იან ეროვნულ სამიზნე მაჩვენებელს,  ხოლო არსებული მაჩვენებლების სიზუსტე სათუოა ასაცრელი სამიზნე კონტინგენტის დაზუსტებასთან დაკავშირებული სირთულეების გამო. 

კვლევის ფარგლებში შეფასებულია გეგმური იმუნიზაციის კალენდრის მიხედვით 5 წლის ასაკის ჩათვლით გათვალისწინებული აცრების მოცვის მაჩვენებლები. ვინაიდან მოცვის ადმინისტრაციულ მონაცემებთან დაკავშირებული გაურკვევლობა განსაკუთრებით საგრძნობი იყო დიდ ქალაქებში, ცალკე კვლევები ჩატარდა  საქართველოს სამ უმსხვილეს ქალაქში (თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, რომელთა მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის 38% -ს შეადგენს) და დანარჩენ საქართველოში (31 ადმინისტრაციული ერთეული). გამოკვლეული იქნა  ბავშვთა სამი  კოჰორტა:

2014, 2013 და 2009 წელს დაბადებული ბავშვები.

კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში არსებობს ბავშვთა გეგმური იმუნიზაციის კარგად განვითარებული, ხელმისაწვდომი და ფუნქციონირებადი პროგრამა, რომელმაც შეძლო სათანადოდ გამკლავებოდა ჯანდაცვის სისტემის ცვალებადობასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, გაუმჯობესებულია იმუნიზაციის პროგრამის მუშაობა ისეთი პარამეტრების მიხედვით, როგორიცაა აცრების დროულობა, მოცვის  და ბავშვთა დანაკარგის მაჩვენებლები, თუმცა შეიმჩნევა განსხვავებები  კვლევის ადგილებს შორის.

საერთო ჯამში, კვლევამ აჩვენა, რომ იმუნიზაციის სერვისები ყველაზე კარგად ფუნქციონირებს ბათუმში, რასაც მოჰყვება დანარჩენი საქართველო და თბილისი, ხოლო ყველაზე სუსტად - ქუთაისში, სადაც პროგრამის მუშაობაში სერიოზული ხარვეზებია.

კვლევის შედეგების/ რეკომენდაციების გათვალისწინებით,  საქართველოში იმუნიზაციით მოცვის და ვაცქინაციის დროულობის გასაუმჯობესებლად, უნდა გატარდეს საინფორმაციო სისტემების გაძლიერებისა და მშობლებისა და პროვაიდერების ვაქცინებში დაურწმუნებლობის (vaccine hesitancy) შემცირებაზე მიმართულ ღონისძიებათა კომპლექსი. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულმა სამსახურებმა უნდა გააგრძელონ მუშაობა დაინტერესებულ მხარეებთან, იქნება ეს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების და საკანონმდებლო ორგანოები, სადაზღვევო კომპანიები, სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელები/მენეჯერები, პროფესიული ასოციაციები თუ საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციები, რათა უზრუნველყონ სათანადო მარეგულირებელი ჩარჩოს არსებობა და ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერა იმუნიზაციის პროგრამის გასაძლიერებლად.

 

გთხოვთ, დამიდასტუროთ დასწრება.

 

წინასწარ გიხდით მადლობას.

 

პატივისცემით,

 

ეკა

 

 


ეკატერინე ადამია

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და
პროგრამების სამმართველოს უფროსი

ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის სამინისტრო

ტელ: (+995 322)5100381110
მობ: (+995)577 28 28 25

საქართველო, 0119, თბილისი
წერეთლის გამზ. 144