| From : | Davit Kotaria <dkotaria@mfa.gov.ge> |
| To : | David <Sergeenko> |
| Subject : | RE: კლინიკური ორდინატორები |
| Received On : | 12.07.2017 16:20 |
მადლობა ბატონო დავით,
შემიძლია ეს ინფორმაცია მივაწოდო ორდინატორებს ?
J)
From: David Sergeenko [mailto:dsergeenko@moh.gov.ge]
Sent: Wednesday, July 12, 2017 7:15 PM
To: Davit Kotaria
Subject: Re: კლინიკური
ორდინატორები
წინა
წერილი ხუმრობით
და ახლა
საქმეზე-
საქართველოში
არსებული
კანონმდებლობით სამედიცინო
დიპლომის-შემდგომი
განათლების
პოლიტიკას წარმართავს
ჯანდაცვის სამინისტროსთან
არსებული
კოლეგიალური ორგანო/სტრუქტურა "პროფესიული
განვითარების
საბჭო" (და
არა ერთპიროვნულად
სამინისტრო).
ამ
ახალგაზრდების მოთხოვნებს
გავიტან
უახლოეს საბჭოზე
და შედეგს
მოგწერ.
პატივისცემით
დათო
სერგეენკო
Sent from my iPhone
On Jul 12, 2017, at 20:01, Davit Kotaria <dkotaria@mfa.gov.ge> wrote:
ბატონო დავით,
სატელეფონო საუბრიდან გამომდინარე, მოგაწვდით ინფორმაციას ბელარუსში კლინიკური ორდინატორების მიერ არაოფიციალურად, ელ.ფოსტით მოწოდებული არგუმენტების შესახებ:
დიდი პატივისცემით,
დავით კოტარია
ალტერნატივა
1. არ შეეხოს რეგულაცია იმ ორდინქტორებს, რომლებიც სასწავლო პროცესში ჩაერთნენ აღნიშნული დადგენილების მიღებამდე.
2. ორდინატურის დასრულების შემდეგ, მიეცეს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლის უფლება და იმ შემთხვევაში თუ იგი ვერ გადალახავს ბარიერს, გაიაროს დამატებითი დიპლომისშემდგომი განათლების კურსი(რეგულაციით გათვალისწინებული სქემის მიხედვით).
3. ორდინატურის დასრულების შემდეგ, გავიდეს ერთიან დიპლომისშემდგომ საკვალიფიკაციო გამოცდაზე, წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მიეცეს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლის უფლება, ბარიერის ვერ გადალახვის შემთთხვევაში გაიაროს დამატებითი დიპლომისშემდგომი განათლების კურსი (რეგულაციით გათვალისწინებული სქემის მიხედვით).
არგუმენტები
1. 2017 წლის 28 ივნისამდე 2 წლიანი ორდინატურა ითვლებოდა საკმარისად სახელმწიფო სასერთიფიკაციო გამოცდაზე გასასვლელად .
2. აღნიშნული ბრძანების მიღებამდე სასწავლებლად წასულმა ორდინატორებმა ვიხელმძღვენელეთ იმჟამად არსებული რეგულაციით.
3. საზღვარგარეთ პოსტდიპლომური განათლების მისაღებად წასვლის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი იყო შესაბამისი კვოტების არარსებობა დარგობრივ სპეციალობებში.
4. მატერიალური მხარე.
5. ორწლიანი ორდინატურა პროგრამულად და საათობრივად შეესაბამება 3-4-5 წლიან რეზიდენტურას.