From : Zaza Sopromadze <zsopromadze@moh.gov.ge>
To : David Sergeenko
Subject : RE: პოზიცია ნარკოპილიტიკასთან მიმართებით
Received On : 20.01.2018 18:57

​გასაგებია ბატონო დავით
From: David Sergeenko
Sent: Saturday, January 20, 2018 5:07 PM
To: Zaza Sopromadze
Subject: პოზიცია ნარკოპილიტიკასთან მიმართებით
 

 სალამი ზაზა

 ორშაბათის უწყებათაშორის კომისიაზე დადგება საკითხი, რომ უმოკლეს ვადებში საბჭოს გაფართოებულ ფორმატში (სადაც პარლამენტიდანაც იქნება წარმომადგენლობა) წარმოადგინოს კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელიც მიმართული იქნება იმ საკანონმდებლო, რეგულატორული და სერვისების მიწოდების მიმართულებებით, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ზოგადად ნარკოტიკებით გამოწვეული ზიანის შემცირებას, ასევე ადამიანის უფლებების დაცვას.

 ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ ამ გადადგმული ნაბიჯებით უზრუნველყოფილი იქნას-

  • ნარკომომხმარებელთა მკურნალობა და რეაბილიტაცია;
  • ნარკოტიკების მოხმარებელთა რაოდენობის შემცირება მიწოდების შემცირების და მოხმარების პრევენციის გზით;
     არავინ არ კამათობს იმაზე, რომ არსებული ნარკოპოლიტიკა შესაცვლელია.
  
   ჯანდაცვის სამინისტრო მზად არის, რომ უმოკლეს ვადებში წარმოადგინოს როგორც კონკრეტული გათვლები, თუ რა ფინანსურ, დროით და ადამიანურ რესურსებთან არის დაკავშირებული ასეთი სისტემის შექმნა, ასევე გეგმა შეაჯეროს თანამედროვე საერთაშორისო პრაქტიკის მიღწევებთან.

 უფრო ღრმა დეტალებში შესვლა ორშაბათის შეხვედრაზე აღარ ღირს.

 თუ რამე დაგჭირდა დამატებით, დამირეკე ან მომწერე.