From : nino odisharia <nodisharia@moh.gov.ge>
To : David Sergeenko
Subject : RE: სახელმწიფო პაპილომა ვირუსზე 9 წლის გოგონების ვაქცინაციას იწყებს
Received On : 31.07.2017 09:30

ჩვენ დღეიდან ვართ  ძალიან კარგი ქვეყნების რიგში! J  

 

 

 

 

From: David Sergeenko [mailto:dsergeenko@moh.gov.ge]
Sent: Monday, July 31, 2017 1:27 PM
To: nino odisharia
Subject: Re:
სახელმწიფო პაპილომა ვირუსზე 9 წლის გოგონების ვაქცინაციას იწყებს

 

მერედა ჩვენ არ ვართ "ძალიან კარგი ქვეყანა" ? :)

 

From: nino odisharia <nodisharia@moh.gov.ge>
Date: Mon, 31 Jul 2017 13:21:33 +0400
To: Davit Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Subject:
სახელმწიფო პაპილომა ვირუსზე 9 წლის გოგონების ვაქცინაციას იწყებს
Resent-From: Davit Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>

 

ბატონო დავით ეს რა მაგარია ამბავია.

 

ისე გამიხარდა გავგიჯდი. ესეთ პროგრამებს მარტო ძალიან კარგი ქვეყნები აკეთებენ, ვკითხულობდი ბოლო ორი კვირა ამის შესახებ და ვნატრულობდი ნეტა ჩვენთან თუ იქნება თქო.

 

დიდი მადლობა!

 

ეხლა მთავარაი ყველამ გაიკეთოს აცრა და ბევრად ჯანმრთელი თაობა გვეყოლება. ჩემი შვილი პირველი ჩადგება რიგში ზუსტად 9 წლის არის.

 

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა არა როგორც თანამშრომლისგან, არამედ როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისგან და პატარა გოგოს დედისგან!

 

ნუცი

 

სახელმწიფო პაპილომა ვირუსზე 9 წლის გოგონების ვაქცინაციას იწყებს

პაპილომა ვირუსზე ვაქცინაცია (4 ვალენტიანი გარდასილი) ამჯერად უკვე სახელმწიფო პროგრამის ნაწილში დეკემბრიდან განახლდება. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის პაატა იმნაძის თქმით, იმუნიზაციის პროგრამა (ორჯერადი აცრა) გათვალისწინებულია 9 წლის გოგონებისთვის და პროგრამის ფარგლებში სულ 15 000 გოგონა აიცრება. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელს საზოგადოების ჩართულობის დიდი იმედი აქვს. ფიქრობს, რომ 2010-2011 წლის დაბალი აქტივობა ამჯერად აღარ განმეორდება. იხსენებს, პაპილომა ვირუსზე არასახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2010-2011 წლებში ჩატარებულ ვაქცინაციას 12-13 წლის გოგონებში (სამჯერადი), როდესაც 14 000 დოზიდან მხოლოდ 30% იყო გამოყენებული, საქართველო იძულებული გახდა დარჩენილი ვაქცინა ყაზახეთისთვის ეჩუქებინა. ვაქცინაცია მაქსიმალურ ეფექტზეა ორიენტირებული. რეკომენდირებულია სქესობრივი კავშირის დაწყებამდე და მაქსიმალური ალბათობით უზრუნველყოფს პრევენციას. იქვე იმნაძე მიათითებს, რომ ვაქცინაცია 30-50 წლის ასაკშიც შესაძლებელია, თუმცა ამ შემთხვევაში ეფექტიანობა უფრო ნაკლებია. საყოველთაოდ აღიარებულია, რომ პაპილომა ვირუსისგან თავის დასაცავად ერთ-ერთი პროფილაქტიკური საშუალება პაპილომა ვირუსის ვაქცინაციაა, რაც ადამიანის ორგანიზმს ეფექტურად იცავს პაპილომავირუსის მე-16 და მე-18 ტიპებით ინფიცირებისგან. ეს ის ორი ტიპის ვირუსია, რომლებიც ხშირი მიზეზია საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებისათვის.