From : Zaza Sopromadze <zsopromadze@moh.gov.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : RE: სტატია
Received On : 04.09.2017 11:37

ბატონო დავით,
როგორც ვიცი,კობახიძემ პრემიერთან უნდა გაიაროს ეს საკითხი და ეტაპობრივად ფიქრობენ ამის გაკეთებას. იქნებ ახლავე მოვახერხოთ მუნიციპალიტეტებისათვის ყველა საჭირო რესურსით(ფინანსური და ადამიანური) პროგრამის გადაცემა .არჩევნების შემდგომი პერიოდი(ახალი საბიუჯეტო წელი) ამისათვის ყველაზე კარგი დროა.
თქვენი ნებართვით წავიმუშავებ ინფრასტრუქტურის და ფინანსთა სამინისტროებში ჩემს კოლეგებთან.
პატივისცემით,ზაზა


From: David Sergeenko
Sent: Monday, September 04, 2017 3:06 PM
To: Zaza Sopromadze
Subject: სტატია
 


 ძალიან კარგი იქნება, თუ ეს შემწეობები მთლიანად- ადმინისტრირება/პასუხისმგებლობა, მუნიციპალიტეტებთან დელეგირდება!



"ძალიან ბევრი ცვლილებები არის განსახორციელებელი. მე რაც ვიცი და დაანოსდება ძალიან მალე, მაგალითად, მოსახლეობისათვის არსებითი იქნება ის, რომ „ქართული ოცნება“ აპირებს თუნდაც იმას, რომ ამ საარჩევნო ციკლში 2–ჯერ და 3–ჯერ გაზარდოს ადგილობრივი ბიუჯეტები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე იქნება მოსახლეობისათვის. ნავარაუდებია, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 7% გახდება ქვეყნის მუნიციპალური ბიუჯეტი.

მე ისიც ვიცი, რომ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიც არის სოციალური მხარე, საარსებო შემწეობები, ამის დელეგირება მოხდება და გადაწყვეტილებას თვითმმართველობები მიიღებენ. ბევრი ცვლილება იგეგემება. პირველ რიგში ის, რომ დემოკრატიის გაძლიერებაში მონაწილეობს მოსახლეობა. ანუ, თვითმმართველობა მხოლოდ ის არ არის, რომ მოსახლოება ირჩევს თავის ხელმძღვანელს, მაგრამ ამით არ მთავრდება, ამით იწყება. მოსახლეობის აქტიურობაზე და ჩართულობაზე იქნება ბევრი რამე დამოკიდებული.  "


http://www.for.ge/view.php?for_id=50290&cat=2