ბატონო დავით,
ვესაუბრე და საქსტატი სიკვდილიანობის მიზეზების არევას ჟურნალისტებს ,.აბრალებს". დღეს საქსტატის ხელმძღვანელი ხვდება ჟურნალისტებს და განმარტებებს გააკეთებს.
გიგზავნით მათ მიერ გადმოგზავნილ ცხრილს და მოკლე განმარტებებს.
პატივისცემით,ზაზა
ბატონო ზაზა,
სტატიაში "საქართველოში
სიკვდილიანობის
ყველაზე
ხშირი
სამი
მიზეზი
ინფექციური
და
პარაზიტული
დაავადება,
სიმსივნე
და
სისხლისა
და
სისხლმბადი
ორგანოების
ავადმყოფობაა"
ჟურნალისტის მიერ მითითებული რეიტინგი არასწორია, რადგან მან არასწორად აღიქვა ავადმყოფობათა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების საერთაშორისო სტატისტიკური
კლასიფიკატორის ძირითადი კლასების რიგითობა და ასევე ამ სტატიის მომზადებისას არ უსარგებლია ჩვენი კონსულტაციით.
აქვე გიგზავნით ცხრილს, რომლითაც სავარაუდოდ ჯურნალისტმა ისარგებლა. ეს ცხრილი განთავსებულია
საქსტატის ვებ გვერდზე.
რაც შეეხება მეორე სტატიას "2016
წელს
საქართველოში
ბოლო
26 წლის
განმავლობაში
გარდაცვალების
ყველაზე
მაღალი
მაჩვენებელი
დაფიქსირდა"
გარდაცვლილთა რიცხოვნობამ კლება 1995 წლიდან დაიწყო (1990-50 721; 1991-52 416; 1992-55 076; 1993-57 539; 1994-50 326). იქიდან გამომდინარე, რომ საქალაქო დასახლებებში
მოსახლეობა ბევრად ჭარბობს სასოფლო დასახლებების მოსახლეობას გარდაცვალებისა და დაბადების შემთხვევებიც შესაბამისად უფრო მეტია.
პატივისცემით,
ნატალია კოპალეიშვილი
From: David Sergeenko
Sent: Monday, October 16, 2017 11:27 AM
To: Amiran Gamkrelidze; Zaza Sopromadze; Nino Berdzuli; Maia Tabagari
Subject: სტატისტიკა
სალამი კოლეგებო
საქსტატმა მგონი უკვე ძალიან აურია- " სიკვდილიანობის ყველაზე ხშირი მიზეზი ინფექციური და პარაზიტული დაავადებებიაო"!
ასე მალიში და სიერა ლეონეში აღარაა დიდი ხანია!
ასევე დღეს გამოაქვეყნეს, რომ "შარშან საქართველოში ბოლო 26 წლის მანძილზე ყველაზე მეტი ადამიანი გარდაიცვალაო"!
ფაქტია, რაღაც უფრო ინტენსიური კომუნიკაციაა საჭირო ამ უწყებასთან.
იქნებ გავუზიაროთ მოსაზრებები ერთმანეთს და რაღაც გეგმაზე შევთანხმდეთ.
მადლობა
დათო