From : Solidarity Fund <solidarity@gov.ge>
To : David Sergeenko
Subject : RE: ფონდის მიერ დაფინანსებების ლიმიტების შესახებ
Received On : 09.12.2016 17:48

ბატონო დავით,

 

დიდ მადლობას გიხდით მოწოდებული რეკომენდაციისა და ფონდის საქმიანობაში თქვენი მხარდაჭერისთვის.

თქვენი რეკომენდაცია პოლისის ჩარჩოში მოქცევასთან დაკავშირებით, თანხვედრაშია  მომავალში ფონდის საქმიანობის ხედვასთან

მოგახსენებთ, რომ გუშინ მთავრობის ადმინისტრაციაში, ფონდის კომისიის წევრებთან, კერძოდ  ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების  წარმომადგენლებთან დაგეგმილ შეხვედრაზე, (რომელსაც ჯანდაცვის წარმომადგენელი სამწუხაროდ არ ესწრებოდა), განვიხილეთ სტატისტიკური მონაცემები და დაფინანსების შესაძლებლობები ფონდის შემოსავლების გათვალისწინებით.  

ვფიქრობ, ფონდის სტატისტიკური მონაცემებიდან  საინტერესო ინფორმაციაა   ქართულ კლინიკებში ქიმიოთერაპიის დაფინანსებაში ფონდის მხრიდან  70 %-იანი  თანამონაწილეობა. ჩვენი მხრიდან  შეზღუდვები ალბათ აღნიშნულ სეგმენტზე ყველაზე მეტად აისახება.  

ჩვენი მხრიდან ფონდი გამოთქვამს მზაობას, ჩვენს ხელთ არსებული მნიშვნელოვანი ინფორმაციაზე დაყრდნობითვითანამშრომლოთ  სამინისტროსთან  ჯანდაცვის ადგილობრივი სერვისების გაუმჯობესების კუთხით დაგეგმილ რეფორმებში.

 კიდევ ერთხელ დიდი მადლობა.

პატივისცემით და საუკეთესო სურვილებით 

სოფო კაკალიაშვილი


From: David Sergeenko [dsergeenko@moh.gov.ge]
Sent: Wednesday, December 07, 2016 3:24 PM
To: Solidarity Fund
Subject: Re: ფონდის მიერ დაფინანსებების ლიმიტების შესახებ

მოგესალმებით სოფო


თქვენს მიერ წამოჭრილი კითხვების პასუხად-

აუცილებელია, რომ თქვენ ძალიან ცალსახად ჩამოყალიბებული პოლისი გქონდეთ თუ რა სეგმენტს აფინანსებთ და ეს პოლისი ცალსახად მიმდინარე შემოსავლების ფინანსურ ჩარჩოებში უნდა იყოს მოქცეული.


 ის, რომ მთხოვნელების რაოდენობა იზრდება, ლოგიკურია და აბსოლუტურად გასაგებია ისიც, რომ ავადმყოფო ბავშვის მშობელისთვის გიმძიმთ დაფინანსებაზე უარის თქმა.

 თუმცა ამის გამო თქვენ არ უნდა იღებდეთ წინმსწრებ ვალდებულებებს, რადგან ასე სულ უფრო ღრმა დეფიციტში აღმოჩნდებით და საბოლოოდ ეს ამ არაჩვეულებრივი პროექტის დეფოლტს გამოიწვევს.

 მოლოდინი, რომ თქვენ შეამცირებთ უარით გასტუმრებული ადამიანების რაოდენობას და შეძლებთ ახალ პროექტებზე გასვლას იმის ხარჯზე, რომ სახელმწიფო მნიშვნელოვნად გაზრდის დაფინანსებას, არა რეალურია და 
მე გირჩევდით ამაზე გეგმებს ნუ ააწყობთ - მომავალი ფინანსური წელიწადი მარტივი არ იქნება.

 მაპატიეთ ასეთი რჩევისათვის, იმედია ამას მხოლოდ კოლეგიალურად მიიღებთ- თქვენ უნდა შეეგუოთ, რომ პაციენტების გარკვეული ჯგუფისათვის უარის თქმა მოგიწევთ, რაც არ უნდა არა სასიამოვნო იყოს ეს.

 ჯანდაცვის სამინისტროს ინდივიდუალური დახმარების პროგრამაში მოთხოვნილი თანხა 5 ჯერ აღემატება არსებულ ბიუჯეტს და ჩვენ მთხოვნელთა 80% თვის უარის თქმა გვიწევს, რაც ძალიან მტკივნეულია, მაგრამ ეს არ არის იმის საფუძველი, რომ ჩვენ იმაზე მეტი ვალდებულებები ავიღოთ, ვიდრე შესაძლებლობა გაგვაჩნია.

 
 დამერწმუნეთ კარგად მესმის (არანაკლებ, თუ თქვენზე მეტად არა) თუ რამხელა ტკივილი და სტრესია ავადმყოფისთვის თუ მისი მშობლისთვის უარის თქმა, მაგრამ ჩვენ ის რეალობა გვაქვს, რაც გვაქვს.

 მზად ვარ, როგორც ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ასევე ჯანდაცვის მინისტრი და ერთი რიგითი მოქალაქე, მხარში ამოგიდგეთ რჩევით, შემოწირულობით თუ პროექტის პოპულარიზაციით, მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ პოლისი რეალური შესაძლებლობების ფარგლებში უნდა დაგეგმოთ.

პატივისცემით
დ. სერგეენკო

From: Solidarity Fund <solidarity@gov.ge>
Date: Mon, 5 Dec 2016 20:30:17 +0000
To: Davit Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Subject: ფონდის მიერ დაფინანსებების ლიმიტების შესახებ

ბატონო დავით მოგესალმებით,




ამ ეტაპზე მე მიწევს სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შესრულება.


კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმაზე დაფუძნებული ფონდი, არსებული  გლობალური გამოცდილების საფუძველზე დაყრდნობით,  არასაბიუჯეტო თანხების მობილიზაციას ახორციელებს.


სოლიდარობის ფონდი,  როგორც მოგეხსენებათ ონკოლოგიით დაავადებულ 21 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებს და ახალგაზრდებს   ეხმარება სამედიცინო სერვისების დაფინანსებაში.  


ფონდის შექმნიდან დღემდე დაფინანსებულია  საქართველოში მცხოვრები 338  ბავშვი და ახალგაზრდა,  მათგან  190  შემთხვევაში დაფინანსება  საქართველოში მოხდა,  ხოლო  148   შემთხვევაში როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.


ჩვენი მონაცემებით ფონდში მომართვიანობის სტატისტიკა  პროგრესულად მზარდია და ასევე ტექნოლოგიების ზრდასთან ერთად ძვირდება თითოეული სამედიცინო სერვისი, შესაბამისად პროგრესულად იზრდება ბენეფიციარებისთვის  საჭირო თანხების რაოდენობა.

იმის გათვალისწინებით,  რომ ბენეფიციარების მხრიდან დაფინანსების მოთხოვნამ მნიშვნელოვნად გაუსწრო ფონდში ყოველთვიური დონაციების შედეგად მობილიზებული თანხების რაოდენობას, კრიტიკულად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია დაფინანსებაზე ლიმიტების დაწესება.


დღეის მდგომარეობით ფონდში ჯამში მობილიზებულია  8 200 000 ლარი; ხოლო პროგნოზული ვალდებულებები  წლის ბოლოსთვის 2 200 000 ლარია.


ფონდის სტატისტიკაზე  დაყრდნობით,  წარმოგიდგენთ  ფონდის მიერ ლიმიტების  დაწესების შედეგად ფონდის მუშაობის მომავალი 1,5 წლიან გრაფიკს, რომლის ფარგლებშიც ფონდი უწყვეტად შეძლებს ბენეფიციარების თანადაფინანსებას და ამავდროულად არსებული ვალდებულებების სრულად დაფარვას. (იხ. მიმაგრებულ ფაილი)


კერძოდ, ლიმიტების დაწესებით,  21 წლის ჩათვლით ონკოლოგიური დაავადებების შემთხვევაში, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების მიერ (სამინისტრო&მერია&ადგილობრივი გამგეობა) მაქსიმალური თანადაფინანსებისას,   ფონდი ქართული დაფინანსების 20 % -ის ვალდებულებას აიღებს.


ხოლო საზღვარგარეთ მკურნალობის კუთხით,   8 ქვეყნის 18 კლინიკასთან უკვე ჩამოყალიბებული ნდობის საფუძველზე, მაქსიმალურად ვეცდებით  ბენეფიციარებისთვის დაბალი ფასი მოვითხოვოთ კლინიკებიდან.  კერძოდ, მომავალი კვირიდან თურქული მხარის  მიწვევით ვიწყებთ თურქეთის კლინიკებში ტურს, რაც ვფიქრობთ თანხების მნიშვნელოვანი დაზოგვის შესაძლებლობას მოგვცემს.


აქვე მოგახსენებთ, რომ საერთაშორისო ექსპერტებთან ურთიერთობა ბენეფიციარებისთვის მკურნალობის საუკეთესო რეკომენდაციების შემუშავებასა და ამავე დროს ფონდის ხარჯთეფექტური მუშაობის შესაძლებლობას გვაძლევს. ამ კუთხით გაფართოვებას ვაპირებთ და ამავე დროს მათთვის ოფიციალური სტატუსის მინიჭებას ვგეგმავთ.


ასევე   პარალელურად ვცდილობთ უცხოეთის კლინიკებთან ურთიერთობით ადგილობრივი სერვისის გაუმჯობესებას,  აღნიშნულის ერთერთი საუკეთესო მაგალითია პათოლოგიის გაუმჯობესების პროექტი, რომელიც გერმანიის სახელმწიფო ჯანდაცვის უწყების მხარდაჭერით მიმდინარეობს, მოიცავს   ფონდის ყველა ბენეფიციარის  ბიოფსიური/ ოპერაციული მასალის, პარალელურ რეჟიმში საქართველოში და გერმანიაში დიაგნოსტირებას გერმანული მხარის სრული დაფინანსებით. მსგავსი სხვა პროექტებიც მიმდინარეობს და გეგმაში ადგილობრივი სერვისების გაუჯობესების კუთხით  კიდევ  ბევრი გეგმებია...  


თქვენი მხრიდან ფონდის მიერ ლიმიტების ინიცირების მხარდაჭერა ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების ფრაგლებში  თანადაფიანანსების მოცულობის  გაზრდით მითითებულ პერიოდამდე, ჩვენ საშუალებას მოგვცემს  უწყვეტ რეჟიმში  გავაგრძელოთ ბენეფიციარების თანადაფინანსება, განსაკუთრებით კი რთული სამედიცინო შემთხვეების  დროს და მაქსიმალურად მოკლე დროში სრულად დავფაროთ აღებული ვალდებულებები.


გულწრფელად გიხდით დიდ მადლობას ჯანდაცვის სფეროში გაწეული შრომისთვის, ამავდროულად  ფონდის საქმიანობაში ერთერთი საპასუხისმგებლო პერიოდში  თქვენი მხარდაჭერის და თანადგომის დიდი იმედი გვაქვს.  


პატივისცემით და კეთილი სურვილებით,



სოფო კაკალიაშვილი





 

Sopio Kakaliashvili –Dzagnidze  MD, Assist. Prof

Interim Executive Director

Solidarity Fund of Georgia 

Government Administration

7 Ingorokva Str. 0114, Tbilisi, Georgia

 



This email was scanned by Bitdefender