From : Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : RE: შიდსის პროგრამის ცვლილებები
Received On : 19.12.2017 09:47

ბატონო დავით მოგესალმებით,

 

ვიცი, რომ მთავრობის დამტკიცებასთან დაკავშირებით დრო უკიდურესად ლიმიტირებული გაქვთ.

შეიძლება მოხერდეს რაღაცა დროს მე და ირმა რომ დღეს შეგხვდეთ? რადგან ამ დოკუმენტების გაგზავნის დედლაინი ხვალ არის.

შედარებით გვიან მომართვა გამოიწვია იმან, რომ  დანაზოგი დაზუსტდა გასულ კვირას, ხოლო მისი გადანაწილება ტენდერებით მხოლოდ ორშაბათს (გუშინ). გადანაწილების შერჩევა ეყრდნობა წინასწარ კონსულტაციებს გლობალთან და მათ რეკომენდაციებს დაგეგმილი სამიზნეების მისაღწევად.

 

პატივისცემით

 

ამირანი

 

From: David Sergeenko [mailto:dsergeenko@moh.gov.ge]
Sent: Tuesday, December 19, 2017 1:16 PM
To: Amiran Gamkrelidze
Subject: FW:
შიდსის პროგრამის ცვლილებები

 

სალამი ბატონო ამირან

 

მოგეხსენებათ, ქვემოთ ჩამოთვლილი საკითხები ერთობ დეტალურ ანალიზს და გათვლას მოითხოვს და იქნებ შეხვედრისას განგვეხილა.

პატივისცემით

დათო

 

 

From: Irina Grdzelidze <secretary@ccm.caucasus.net>
Date: Monday, December 18, 2017 8:47 PM
To: Davit Sergeenko <
dsergeenko@moh.gov.ge>
Cc: "
sbelkania@moh.gov.ge" <sbelkania@moh.gov.ge>, "admin.ccm@caucasus.net" <admin.ccm@caucasus.net>
Subject: FW:
შიდსის პროგრამის ცვლილებები

 

ბატონო დავით,

დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა მოგვაწოდა პროგრამის განახლებული ბიუჯეტი, რომლის ჯამურ თანხას შეადგენს 621,950 აშშ დოლარი. დანართის სახით გაწვდით ბიუჯეტს.

პატივისცემით,

ირინა

 

 

From: Irina Grdzelidze [mailto:secretary@ccm.caucasus.net]
Sent: Monday, December 18, 2017 12:46 PM
To:
dsergeenko@moh.gov.ge
Cc:
sbelkania@moh.gov.ge; admin.ccm@caucasus.net
Subject:
შიდსისპროგრამისცვლილებები

 

მოგესალმებით ბატონო დავით,

მინდა გაცნობოთ, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრმა მოგვმართა, თქვენთან და საბჭოს შემადგენლობასთან შემდეგი საკითხის შეთანხმების თხოვნით:

როგორც თქვენთვის ცნობილია, გლობალური ფონდის დაფინანსების ძირითადი მიმღები, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი,  2018 წლის იანვრიდან იწყებს განხორციელების შემდეგ ეტაპს, რომელიც სრულდება მიმდინარე გრანტის პირობებით 2019 წლის 1 ივლისს. აღნიშნულ პერიოდში ძირითადი განმახორციელებლის მიერ,  პროგრამის ფარგლებში არსებული ეკონომიის ხარჯზე დაგეგმილი იქნა რიგი ახალი აქტოვობები და ასევე მოთხოვნილი იქნა დაფინანსების გაგრძელება შემდეგ კრიტიკულად მნიშვნელოვან ღონისძიებებისთვის:

აივ ინფექციის ახალი შემთხვევების აქტიურ (ოპტიმიზირებულ) გამოვლენას მსმ-ებში, ნიმ-ებსა და კსმ ქალებში მინიმალური ფულადი ინსენტივების გამოყენებით;

ნიმ-ებში შემთხვევების მართვისა და სოციალური მხარდაჭერის კოპმონენტის გაძლიერებას არვ და ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამაში ჩართული მომხმარებლების მხარდაჭერისთვის;

ქალ მომხმარებლებსა და ნიმ-ების სქესობრივ პარტნიორებზე გამიზნული ჯანმრთელობის ღონისძიებების გაფართოებას;

შპრიცისა და ნემსის პროგრამაში ჩართული ნიმ-ებისთვის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის მხარდაჭერას; 

მსმ-ებში მამაკაცთა ჯანმრთელობის ცენტრის კონცეფციის პილოტირებას თბილისში, სადაც ინტეგრირებული იქნება ჯანმრთელობის, სოციალური და ადამიანის უფლებების დაცვის სერვისები;

მსმ-ების მობილიზაციის მიზნით ინტერნეტ ინტერვენციების გაძლიერებას, ვიდეო-რგოლების და ბანერების მომზადებას და გავრცელებას; სპორტული და სოციალური ღონისძიებების ჩატარებას.

განხორციელების დარჩენილ პერიოდში არვ მკურნალობის მონიტორინგში ჩართული ექიმების, ლაბორატორიული პერსონალისა და ექთნების ხელფასების შენარჩუნებას.

 

ჯამურად ცვლილებების მოცულობა 500,000 აშშ დოლარამდეა (პროგრამის განახლებული ჯამური ბიუჯეტი დღის ბოლომდე იქნება გაზიარებული ძირითადი მიმღების მიერ).

თქვენი თანხმობის შემთხვევაში, საკითხს შევათანხმებთ საბჭოს სრულ შემადგენლობასთან, რის შემდეგაც მოგაწვდით გრანტში ცვლილებების მოთხოვნის დოკუმენტს ხელმოსაწერად.

პატივისცემით,

ირინა