From : Davit Narmania <davit.narmania@tbilisi.gov.ge>
To : David Sergeenko;Dimitri Kumsishvili <DKumsishvili@mof.ge>; Giorgi Gakharia <ggakharia@economy.ge>; z.alavidze@mrdi.gov.ge
Subject : RE: შრომის უსაფრთხოება
Received On : 11.10.2017 16:55

დავით მადლობა,

ვნახავთ ჩვენც ჩვენი კუთხით და თუ რამე გვექნება დასაზუსტებელი, მოგწერ.

 

 

პატივისცემით,

დავით ნარმანია

--
Best regards,

Dr. Davit Narmania

Mayor of Tbilisi,-
7 Shartava str.
0160 Tbilisi, Georgia
Tel/Fax:(+995 32) 237 81 33
E-mail:
davit.narmania@tbilisi.gov.ge 
Web: www.tbilisi.gov.ge

 

 

 

From: David Sergeenko [mailto:dsergeenko@moh.gov.ge]
Sent:
სამშაბათი, 10 ოქტომბერი, 2017 20:25
To: Davit Narmania ; Dimitri Kumsishvili ; Giorgi Gakharia ; z.alavidze@mrdi.gov.ge
Subject: Re:
შრომის უსაფრთხოება

 

სალამი მეგობრებო

 

პრემიერის დავალებასთან დაკავშირებით გვაქვს ასეთი სტატუსი:

 

აქამდე (და ჯერჯერობით დღესაც) არსებული პრობლემა:

 

მიუხედავად იმისა, რომ ობიექტებზე სიმაღლიდან ვარდნის პრევენცია/დაცვის რეგულაცია არსებობდა, ის იყო ძალიან ზოგადი სახის და ფაქტიურად შემოიფარგლებოდა მხოლოდ ტერმინითშესაბამისი საშუალებებით უნდა იყოს უზრუნველყოფილი ".

 

 ორშაბათს შეხვედრაზე ჩვენ შევთანხმდით, რომ ეკონომიკის სამინისტროს "სამშენებლო ზედამხედველობის სამსახურთან" და მერიის "ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურთან" ერთად მოვამზადებდით დაზუსტებულ ტექნიკურ რეგლამენტს, რომელიც მიმართული იქნებოდა სელექტიურად სიმაღლიდან ვარდნისაგან დაცვისაკენ, მომავალში გახდებოდა სამშენებლო კომპანიათან გაფორმებული კონტრაქტის ნაწილი და მასზე გავრცელდებოდა ისეთივე მოთხოვნები, როგორც სხვა ტექნიკური პირობების დაცვაზე, თუმცა მომავალ კონტრაქტებამდეც (ამ ეტაპზევე) დაიწყებოდა ინსპექტირება.

 

 ასევე შევთანხმდით, რომ უახლოეს მთავრობის სხდომაზე ეკონომიკის სამინისტრო გამოიტანდა ამ რეგულაციას დასამტკიცებლად.

 

  დეტალური ტექნიკური რეგლამენტის შემცველი მთავრობის დადგენილების პროექტი მზადაა (იხილეთ ბმულში).

 

 მოსალოდნელი რისკები სამშენებლო კომპანიისგან არის ის, რომ გააპროტესტებენ ამ რეგლამენტს- "ხარჯებს გაგვიზრდის, სამეწარმეო საქმიანობას გაგვირთულებს, ამისთვის ახალი თანამშრომლები უნდა ავიყვანოთ" ..

 

 საქმე იმაშია, რომ კომპანიები ახლაც ვალდებულები არიან და რეალურად ყავთ "ტექნიკური მენეჯერები" ან "შრომის უსაფრთხოების მენეჯერები" (რომლებიც ჩემთვის უცნობია, რითი არიან დაკავებულები).

 საჭირო იქნება, რომ ამ (არსებულმა) თანამშრომლებმა უბრალოდ დაისწავლონ ეს რეგულაცია და პასუხი აგონ მის შესრულებაზე.

 რაც შეეხება "დასწავლის" დროს, ამ დოკუმენტისთვის 2 საათიანი ტრეინინგი (ან ავტო-ტრეინინგი) საკმარისია- სრული OSHA სტანდარტისთვის (საიდანაც ავიღეთ ეს სტანდარტები. დაახლოებით 10-15% ია საერთაშორისო სტანდარტის) ოფიციალური ტრეინინგი 10 საათიანია.

 რაც შეეხება სხვა ხარჯებს, მართლაც რაღაცით გაეზრდებათ- უნდა იყიდონ რამოდენიმე დამცავი სარტყელი და ღვედი ( სადღაც 70 ლარი ღირს) და სიმაღლეებზე ღია კიდეები შემოსაზღვრონ არა თეთრ-წითელი ლენტით, არამედ მყარი ჯებირით.

 

 დასაზუსტებელ/შესათანხმებელია შემდეგი თემა- () ხვალვე გამოიტანს გიორგი ამ საკითხს ხელზე თუ ჯობია () ერთი კვირით გადავწიოთ და ეს დრო მოვანდომოთ  საინფორმაციო კამპანიას და სამშენებლო ასოცაციასთან კონსულტაციას?

 

 თუ შეიძლება გთხოვოთ () და () ვარიანტებზე მომაწოდოთ თქვენი მოსაზრებები.

 

პატივისცემით

დათო

 

 

From: Davit Narmania <davit.narmania@tbilisi.gov.ge>
Date: Mon, 9 Oct 2017 06:59:27 +0000
To: Davit Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>, Dimitri Kumsishvili <DKumsishvili@mof.ge>, Giorgi Gakharia <ggakharia@economy.ge>, "z.alavidze@mrdi.gov.ge" <z.alavidze@mrdi.gov.ge>
Subject: RE:
შრომის უსაფრთხოება

 

დავით, მეგობრებო,

გიგზავნით ჩვენი ზედამხედველობის სამსახურის მიერ მომზადებულ ცვლილებებს სამშენებლო უსაფრთხოების წესებში.

 

 

პატივისცემით,

დავით ნარმანია

--
Best regards,

Dr. Davit Narmania

Mayor of Tbilisi,-
7 Shartava str.
0160 Tbilisi, Georgia
Tel/Fax:(+995 32) 237 81 33
E-mail:
davit.narmania@tbilisi.gov.ge 
Web:www.tbilisi.gov.ge

 

 

 

From: David Sergeenko [mailto:dsergeenko@moh.gov.ge]
Sent:
ორშაბათი, 02 ოქტომბერი, 2017 18:45
To: Dimitri Kumsishvili <DKumsishvili@mof.ge>; Giorgi Gakharia <ggakharia@economy.ge>; z.alavidze@mrdi.gov.ge; Davit Narmania <davit.narmania@tbilisi.gov.ge>
Subject:
შრომისუსაფრთხოება

 

 

 საღამომშვიდობისმეგობრებო

 

შევხვდიბატონგიაკაკაურიძეს.

როგორცგაირკვა, რაიმეკონკრეტულიპროტოკოლისიმაღლიდანვარდნისგანდაცვაზეარყოფილა.

შევთანხმდითასეთმონახაზზე -

 

  1. "სიმაღლიდანვარდნისპრევენციის (Fall Prevention) " დოკუმენტაციისშექმნა/მოწესრიგება

             1.1 – დაზუსტებული/დეტალიზებურიტექნიკურირეგლამენტისშექმნა-მიღება  (ნიმუშიგადავეცი);

             1.2 – კომპანიისმიერწარმოსადგენი "უსაფრთხოებისგეგმის" ჩარჩოდოკუმენტისშექმნა-მიღება (ნიმუშიგადავეცი);

             1.3 - "სიმაღლიდანვარდნისუსაფრთხოების" ინსპექტირების "ჩეკლისტის" შექმნა-მიღება (დღესგადავუგზავნინიმუშებს).

 

 

      2.  უსაფრთხოებისგეგმისდარღვევაზეარსებულისანქციებისრევიზია (მათუკვექონიათდრაფტიამაზე).

 

 

      3. უსაფრთხოებაზეპასუხისმგებელიმენეჯერის (კომპანიის) გადამზადებისსაკითხი

 

               3.1 – ტექნიკურიუნივერსიტეტისბაზაზე (დამპირდა, რომთითონდააზუსტებდა);

               3.2 -  bp სსაქართველოსოფისის Safety/HSE Officer ებისმიერ (bp სოფისთანკომუნიკაციაშითქვენიდახმარებადამჭირდება).

 

 

    შევთანხმდით, რომხვალდღისმეორენახევარშიგვექნებამორიგისამუშაოშეხვედრა, სადაცვეცდებითმონახაზისამოქმედოგეგმადგადავაქციოთ.

 

     სიახლეებზეპერიოდულადჩაგაყენებთსაქმისკურსში.

 

   პატივისცემით

    დათო