From : Dimitri Kumsishvili <DKumsishvili@mof.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : RE: Apkhazeti
Received On : 24.07.2017 16:25

ჩემო დათო,

როგორც ყოველთვის მიზეზი ძალიან ბანალური და ტრადიციულია, რამოდენიმეჯერ ერთად მოვხვდით სუფრასთანJ)) და საუბრის შემდეგ შევთავაზე მოწერა.

ჩენი საერთო მეგობრების კონფიგურაცია ახლა ისეთია, რომ სუფრასტან კიდევ ბევრჯერ მოვხვდებითJ

მეტი არაფერი

 

From: David Sergeenko [mailto:dsergeenko@moh.gov.ge]
Sent: Saturday, July 22, 2017 7:13 PM
To: Dimitri Kumsishvili
Subject: Fwd: Apkhazeti

 

სალამი დიმა

მინდა საქმის კურსში გამყოფო შენს მიერ გადმოგზავნილი წერილის თაობაზე.

 უახლოეს დღეებში ჩემი მოადგილე შეხვდება ნიკა გამყრელიძეს.

  ეს თემა (თუკი რამე პრინციპულად ახალს და ქვეყნისთვის (და არა კლინიკისთვის მხოლოდ) სასიკეთოს არ გვეტყვის) ჯერ კიდევ 2010-2012 წლებში იყო და აი სულ ცოტა ხნის წინ მოვრჩით მაგ თემის გასუფთავებას, ასე რომ მაქ გავერკვევით- ჩვენი პორტფოლიოა.

 ერთადერთი რაც არ ვიცი და ვერ ვხსნი, რატომ გწერს შენ ამ იდეას  ? 

 იქნებ მომავალში დაგეგმილ შეხვედრაზე გაეცეს ამ კითხვას პასუხი :) 

 პატივისცემით

 დათო


Sent from my iPhone


Begin forwarded message:

From: David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Date: July 22, 2017 at 18:59:17 GMT+4
To: Nino Berdzuli <nberdzuli@moh.gov.ge>
Cc: Zaza Sopromadze <zsopromadze@moh.gov.ge>
Subject: Re: Apkhazeti

კი ბატონო.

ერთადერთი ისაა, რომ არ უნდა დავარღვიოთ "საყოველთაო ჯანდაცვის" სისტემა "რეგულატორული პოზიტიური დისკრიმინაციით" ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების მიმართ!

 ფინანსურად ამ "პოზიტიურ დისკრიმინაციას" უკვე ვარღვევთ- დროებით ჩვენს კონტროლის გარეთ დარჩენილ ტერიტორიაზე მცხოვრებებს არც თანაგადახდას ვახდევინებთ და ლიმიტიც მეტი აქვთ.

 ამასთან ერთად, მე არა რეალური და საქმისთვის დამაზიანებელი მგონია, რომ ყველა ასეთ "პოსლეზე დასაფინანსებელ" შმთხვევაზე რეგულირების სააგენტომ იაროს და ამოწმოს

 აქ მთავარი პრობლემა იქ მცხოვრებთათვის აქეთ გადმოსვლაა და ეს თუ გამარტივდება იმ ადამიანის ჩართულობით, თორემ კლინიკამ (კლინიკებმა) თვითონ რომ დააორგანიზონ პაიენტთა ჩამოყვანა-მომსახურება და სამინისტროს პოსტ-ფაქტუმ გამოუგზავნონ ანგარიშები, ამის მკაფიო პრეცედენტი უკვე გვქონდა .. " ექიმ მარშავას" პროექტი ქუთაისის ინტერვენციულ ცენტრში, ვისთანაც სულ რამდენიმე თვის წინ დავასრულეთ სასამართლო დავა (მოვუგეთ) თითქმის 2 მილიონზე და ნამდვილად არ გვინდა იგივე სიტუაციაში აღმოჩენა.

 მოკლედ-

 

 პაციენტების საზღვარზე გადმოსვლის გამარტივება - კი ;

 "პოსტ-ფაქტუმ" ანაზღაურება- არა

Sent from my iPhone


On Jul 22, 2017, at 17:34, Nino Berdzuli <nberdzuli@moh.gov.ge> wrote:

ბატონო დავით,

 

თუ არ ვცდები ზაზა ბიშკეკში იქნება შემდეგი კვირა. მე შევხვდები, დეტალებს გავარკვევ და მოგახსენებთ

 

პატივისცემით,

 

ნინო


Sent from my iPhone


On Jul 22, 2017, at 1:15 PM, David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge> wrote:

სალამი ზაზა, ნინო

 

ეს წერილი დიმა ქუმსიშვილმა გადმომიგზავნა- მას დაკავშირებია . გამყრელიძე ჯანდაცვის თემაზე

 თუ შეიძლება გთხოვოთ, შეხვდეთ ბატონ ნიკას ამ საკითხზე რომ მეტი მოცემულობა გითხრათ

 მე რასაც ვხედავ წერილიდან, აქ "კომუნიკატორის" თემაა და თუ ასეა, ალბათ შერიგების სამინისტრომ უნდა წაიყვანოს თემა (უშიშროების ჩართვით, რათქმაუნდა).

 ჩვენთვის ალბათ უფრო საინტერესოა მეტი დეტალის ცოდნა იმაზე, თუ რა ხედვა აქვს ევექსს "ამ პროექტში ფინანსური ჩართულობის" მხრივ.

 

 მადლობა

 დათო 

Sent from my iPhone


Begin forwarded message:

From: Dimitri Kumsishvili <DKumsishvili@mof.ge>
Date: July 21, 2017 at 17:03:09 GMT+4
To: Dato Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Subject: Fwd: Apkhazeti



Sent from my iPhone


Begin forwarded message:

From: "Nikoloz Gamkrelidze (GHG)" <ngamkrelidze@ghg.com.ge>
Date: July 12, 2017 at 10:16:26 PM GMT+4
To: "dkumsishvili@mof.ge" <dkumsishvili@mof.ge>
Subject: Apkhazeti

დიმა საღამო მშვიდობის,

 

როგორც შევთანხმდით, გიგზავნი მოკლე მემოს აფხაზეთიდან გადმოსული პაციენტებისათვის გეგმიურ სამედიცინო მომსახურების შესახებ (გადაუდებელ შემთხვევებზე ბარიერი ნაკლებია და თუ მძიმე შემთხვევაა პირდაპირ მოდის, ერთადერთი ენგურზე საშვი უნდა გააკეთონ). წინა კვირას შევხვდი ერთ აფხაზს რომელიც ხშირად დადის ხოლმე საქართველოში (მოკა შამბა) და რომელსაც იქ რაღაც გავლენა აქვს როგორც ჩანს და საშვების გაკეთებაც შეუძლია სამკურნალოდ ვისაც სურს გადმოსვლა. ამიხსნა რომ სერიოზული პრობლემები აქვთ იქ ადგილზე სამედიცინო მომსახურების მიღებაზე და თუ საქართველოს მთავრობისგან მხარდაჭერა ექნება შეძლებს რომ გაცილებით მეტი პაციენტი გადმოიყვანოს გეგმიური სერვისებისთვის. ჩვენც ჩვენი მხრიდან კომპანია მზად ვართ რომ ფინანსურად ჩავერთოთ ამ პროექტში და მხარი დავუჭიროთ რაღაც დონეზე და თავისთავად არ განვიხილავთ როგორც კომერციულ პროექტს

 

თუ რაიმე კითხვა გექნა მზად ვარ

 

პატივისცემით,

 

ნიკა

 

 

 

 

 

 

Nikoloz Gamkrelidze

CEO

40 Vazha Pshavela Ave., Tbilisi 0177, Georgia

T +995 322 55 05 05 (ext.5077)

www.ghg.com.ge

ngamkrelidze@ghg.com.ge