From : Nino Esakia <nino.esakia@ge.ey.com>
To : Sopo <Belkania>
Subject : RE: Reform - unified purchasing system
Cc : David Sergeenko; Zaza Sopromadze; Ruslan Khoroshvili; Zviad Memarnishvili
Received On : 13.12.2016 07:50
Attachments :

ქალბატონო სოფო მოგესალმებით,

 

როგორც თქვენთვის ცნობილია, EY-ის სურვილი აქვს, მხარდაჭერა აღმოუჩინოს სამინისტროს სამომავლო კონსოლიდირებული შესყიდვების რეფორმის პროცესში.

როგორც უკვე ბატონმა რუსლანმა მის წერილში აღნიშნა, ჩვენი უცხოელი კოლეგები, რომელთაც სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის თურქეთში, მსგავსი რეფორმის განხორციელების დიდი გამოცდილება გააჩნიათ, მზად არინ სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შესაბამის სამუშაო შეხვედრის და პრეზენტაციის გამართვისთვის წლის ბოლომდე.  

აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩვენი კოლეგები გვთავაზობენ  წინა მოსამზადებელი შეხვედრის გამართვას ვიდეო კონფერენციის სახით მიმდინარე კვირას და რომლზეც გვინდა მოვიწვიოთ სამინისტროდან პასუხისმგებელი პირები (მინისტრის მოადგილე ან/და დეპარტამენტის უფროსი), რომლებიც მიაწვდიან ინფორმაციას ჩვენს კოლეგებს, საქართველოს ჯანდაცვის არსებული სისტემისა და მისი ფუნქციონირების შესახებ. ვიდეო კონფერენცია წარიმართება ინგლისურ ენაზე, მისი ხანგრძლივობა დაახლოებით 2 საათი იქნება და  გვინდა ჩვენი ოფისიდან გავმართოთ, რადგან ამისთვის ყველა საჭირო ტექნიკურ უზრუნველყოფას ადგილზე ვფლობთ.

 

შესაბამისად, მოგმართავთ თხოვნით, დამსწრეთა იდენტიფიცირებასა და ამ კვირაში შეხვედრისთვის, მათთვის მოსახერხებელი დროის კომუნიკაციისთვის.

 

მადლობას მოგახსენებთ წინასწარ პროცესის კოორდინირებისთვის და ველით თქვენს გამოხმაურებას,

საუკეთესო სურვილებით,

ნინო ესაკია

 

 

 

--

Nino Esakia | Government and public sector leader

 

EY Georgia LLC

44 Kote Abkhazi Street, 0105 Tbilisi, Georgia

Office: +995 (32) 215 88 11 | Cell: +995 (577) 288811 | Nino.Esakia@ge.ey.com

Website: http://www.ey.com/georgia

 

From: Ruslan Khoroshvili
Sent: Friday, December 09, 2016 11:13 AM
To: David Sergeenko ; Zaza Sopromadze
Cc: Nino Esakia ; Zviad Memarnishvili ; Sopo Belkania
Subject: RE: Reform - unified purchasing system

 

ბატონო დავით,

 

დიდი მადლობა სწრაფი რეაგირებისთვის. ჩვენ დაგვჭირდება გარკვეული ინფორმაციის მოგროვება შეხვედრისთვის მოსამზადებლად. გავაკეთებთ ამ ინფორმაციის სიას და ვიკონტრაქტებთ ქალბატონ სოფოსთან შეხვედრის მოსამზადებლად.

 

პატივისცემით / Regards,

 

--

Ruslan Khoroshvili | Country Managing Partner

 

EY Georgia LLC

Office: +995 (32) 215 88 11 | Ruslan.Khoroshvili@ge.ey.com

Thank you for considering the environmental impact of printing this email.

 

From: David Sergeenko [mailto:dsergeenko@moh.gov.ge]
Sent: Friday, December 09, 2016 11:05 AM
To: Ruslan Khoroshvili <ruslan.khoroshvili@ge.ey.com>; Zaza Sopromadze <zsopromadze@moh.gov.ge>
Cc: Nino Esakia <nino.esakia@ge.ey.com>; Zviad Memarnishvili <zviad.memarnishvili@ge.ey.com>; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>
Subject: Re: Reform - unified purchasing system

 

მადლობა ქალბატონო რუსუდან

 

თქვენი შემოთავაზება ძალიან მნიშვნელოვანია.

მზად ვართ უმოკლეს ვადებში ერთობლივად განვიხილოთ ეს წინადადება.

 

 

შეხვედრის დასაგეგმად შესაძლებელია დაუკავშირდეთ მინისტრის თანაშემწე სოფო ბელქანიას sbelkania@moh.gov.ge

 

გთხოვთ დამიდასტუროთ ამ წერილის მიღება.

 

პატივისცემით

 

. სერგეენკო

 

From: Ruslan Khoroshvili <ruslan.khoroshvili@ge.ey.com>
Date: Fri, 9 Dec 2016 06:59:29 +0000
To: Davit Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>, "zsopromadze@moh.gov.ge" <zsopromadze@moh.gov.ge>
Cc: Nino Esakia <nino.esakia@ge.ey.com>, Zviad Memarnishvili <zviad.memarnishvili@ge.ey.com>
Subject: Reform - unified purchasing system

 

ბატონო დავით, ბატონო ზაზა,

 

გვსურს შეგეხმიანოთ ჯანდაცვის სამინისტროში ჩატარებულ შეხვედრასთან დაკავშირებით. გადავწყვიტეთ პირდაპირ თქვენი შეწუხება, რადგან გვესმის რომ დროს თქვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ხოლო ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებში გადაადგილებების გამო ვერ ვახერხებთ მათთან ოპერატიულ კომუნიკაციას.

 

ჩვენი შეხვედრის შემდეგ EY-ს გლობალურ ქსელში მოვახდინეთ სათანადო ექსპერტიზის მოგროვება. ამ ეტაპზე გვყავს იდენტიფიცირებული პროფესიონალების გუნდი, EY-ს და გარე ექსპერტების კონსორციუმის სახით, რომელთაც აქვთ დიდი გამოცდილება სწორედ ჯანდაცვის სფეროში კონსოლიდირებული შესყიდვების რეფორმის გატარების. საუბარია თურქეთის მაგალითზე, რომელიც ამ რეფორმას 10-ზე მეტი წელია ატარებს და აქვს მნიშვნელოვანი მიღწევები ამ მიმართულებით. ჩვენ მზად ვართ, მცირე მოსამზადებელი პერიოდის შემდეგ, წარმოგიდგინოთ პრეზენტაცია სადაც განხილული იქნება თურქეთის და სხვა გლობალური მაგალითები, მათი შედეგები და მიმოხილვა თუ როგორ შეიძლება ამან იმუშაოს საქართველოში. ჩვენი ექსპერტები მზად იქნებიან ჩამოვიდნენ საქართველოში, გააკეთონ ამ პრეზენტაციის წარდგინება და ჩაატარონ სამუშაო შეხვედრა.

 

გთხოვთ შეგვეხმიანოთ, რათა ეს პროცესი გადავიყვანოთ მუშა რეჟიმში და მოვახერხოთ წლის ბოლომდე სამინისტროებისთვის რეფორმის დასაწყებად საჭირო ინფორმაციული მხარდაჭერის უზრუნველყოფა. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს ღონისძიებები ჩვენი მხრიდან განხილულია, როგორც ჩვენი შესაძლებლობების დემონსტრირების ეტაპი, და სამინისტროს მხრიდან დანახარჯებთან არ იქნება დაკავშირებული. ამავე დროს, ვთვლით რომ ერთი ქვეყნის მაგალითის და მისი შედეგების განხილვა, ასევე სამუშაო შეხვედრა ამ რეფორმის უშუალო შემსრულებლებთან საკმარისი იქნება სამინისტროსთვის რეფორმის ჩატარებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად და რეფორმის შემდეგ ეტაპებზე გადასასვლელად.

 

წინასწარ გიხდით მადლობას და ველით თქვენს შეხმიანებას.

 

პატივისცემით / Regards,

 

--

Ruslan Khoroshvili | Country Managing Partner

 

EY Georgia LLC

Office: +995 (32) 215 88 11 | Ruslan.Khoroshvili@ge.ey.com

Thank you for considering the environmental impact of printing this email.

 


___________________________________
The information contained in this communication is intended solely for the use of the individual or entity to whom it is addressed and others authorized to receive it. It may contain confidential or legally privileged information. If you are not the intended recipient you are hereby notified that any disclosure, copying, distribution or taking any action in reliance on the contents of this information is strictly prohibited and may be unlawful. If you have received this communication in error, please notify us immediately by responding to this email and then delete it from your system. EY is neither liable for the proper and complete transmission of the information contained in this communication nor for any delay in its receipt.


___________________________________
The information contained in this communication is intended solely for the use of the individual or entity to whom it is addressed and others authorized to receive it. It may contain confidential or legally privileged information. If you are not the intended recipient you are hereby notified that any disclosure, copying, distribution or taking any action in reliance on the contents of this information is strictly prohibited and may be unlawful. If you have received this communication in error, please notify us immediately by responding to this email and then delete it from your system. EY is neither liable for the proper and complete transmission of the information contained in this communication nor for any delay in its receipt.