From : Nino Javakhadze <njavakhadze@gov.ge>
To : David Sergeenko
Subject : RE: programa
Cc : nutsi odisharia <nodisharia@moh.gov.ge>
Received On : 10.08.2016 15:20
Attachments :

ბატონო დავით,

 

გიგზავნით მცირედით დაკორექტირებულ პრეზენტაციას.

 

გავითვალისწინეთ თქვენი მოსაზრება მთავარ მესიჯთან დაკავშირებით. ასევე რისკებიდან ამოვიღეთ ის ჩანაწერი, რომელიც გადამზადებასთან დაკავშირებულ ხარჯს ეხებოდა.

 

რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს, მაქსიმალურად ვეცადეთ რომ ინიციატივა იყოს იმგვარი, რომ არ გამოიწვიოს ახალგაზრდა დასაქმებულებთან კონკურენციაში შესვლა. შესაბამისად, პოტენციური ხელფასიც ავიღეთ საკმაოდ დაბალი.

 

რაც შეეხება საბიუჯეტო დანახარჯებს, მესიჯი იმგვარად იყო გაჟღერებული, რომ საუბარი საგადასახადო შეღავათებს შეეხებოდა. შესაბამისად, ვეცადეთ მაქსიმალურად მცირე ხარჯზე მორგებული ვარიანტი შეგვეთავაზებინა პრემიერისთვის.

 

ეს იქნება კონცეფციის პირველადი ვარიანტი, რომელზეც მუშაობა ცხადია გაგრძელდება და კიდევ უფრო დაიხვეწება.

 

 

 

პატივისცემით,

 

ნინო ჯავახაძე

ეკონომიკური საბჭოს მდივნის მოადგილე

ინგოროყვას ქ.N7

0114 თბილისი, საქართველო

ოფისი: +995 322990900 (2378)

ელ-ფოსტა: njavakhadze@gov.ge

 

  

 

 

 

 

From: Davit Sergeenko [mailto:dsergeenko@moh.gov.ge]
Sent: ოთხშაბათი, აგვისტო 10, 2016 წელი 18:29
To: Nino Javakhadze
Cc: nutsi odisharia
Subject: FW: programa

 

 

 

 მოგესალმებით ქალბატონო ნინო

 

 

 მოგაწვდით რამოდენიმე მოსაზრებას კონცეფციასთან დაკავშირებით :

 

ჩემი აზრით მთავარი მოცემულობა უნდა იყოს შემდეგი

 

"სახელმწიფო ხელს შეუწყობს პენსიონერთა (სრულ ან ნაწილობრივ) დასაქმებას არა მხოლოდ სუბსიდირების გზით, არამედ იმავდროულად მათი ცოდნა/გამოცდილების პრაგმატული გამოყენებითაც".

 

უფრო გაშლილად ეს კონცეფცია შეიძლება ორ პირობით ლოტად გაიყოს-

 

  1. პენსიონერების მეტი წვდომის უზრუნველყოფა შრომის ბაზარზე არსებულ ვაკანსიებთან (პროფ.გადამზადება/მონაცემთა ბაზა worknet.gov.ge ) და ამაში პოტენციური დამსაქმებლებისთვის გარკვეული ფინანსური "მიმზიდველობის" შეთავაზება.
  2. პენსიონერების გამოცდილების ქვეყნის აღმშენებლობისთვის პრაგმატული გამოყენების ორგანიზებით (მაგ. გერმანული SES ანალოგის შექმნით  http://lang.ses-bonn.de/en/about-us.html ).

 ასეთი მიდგომით ჩვენ ერთის მხრივ დავზოგავთ საბიუჯეტო ხარჯებს, ხოლო მეორეს მხრივ პენსიონერებისთვის  გავზრდით მათი "სოციალური მნიშვნელობის" განცდას, რაც ხელფასზე არანაკლებ მნიშვნელოვანია.

 

 Exclusion Crireria- პროექტის დიზაინი არ უნდა იყოს ისეთი ფორმის, რომ პენსიონერებმა ფორმალურად კონკურენცია გაუწიონ ახალგაზრდა/საშუალო ასაკის სამუშაოს მაძიებლებს (რეალურად, სახელმწიფო პოლიტიკის გარეშე, ვერც გაუწევენ და ამით მხოლოდ ოპონენტებს მივცემთ საკბილოს).

 

 

 უპირატესობა უნდა მიენიჭოს პენსიონერების დასაქმებას ისეთი ანაზღაურების (250-500 ლარის არეალი) სამუშაო ადგილებზე, რომელიც არ არის მიმზიდველი და მოთხოვნადი ახალგაზრდა/საშუალო ასაკის ადამიანებისთვის, არ მოითხოვს მძიმე ფიზიკურ შრომას (მაგ. სამკერვალო საქმე) და მეორეს მხრივ მათ საშუალებას მიცემს თავისი არსებული გამოცდილება გაუზიარონ სხვებს.

 

 რაც შეეხება პროფესიულ გადამზადებას, საშუალო ღირებულება 1000 ლარია და ამის გარკვეული რესურსი სახელმწიფოს (2,4 მილიონი ბიუჯეტი) აქვს, რადგან ამ პროგრამაში მიწოდება აღემატება მოთხოვნას.

 

 მესმის რა, რომ შეჯამებული პრეზენტაცია უმოკლეს ვადებში უნდა ქონდეს პრემიერს, ვფიქრობ ამ მომენტების გათვალისწინება კონცეფციაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

 

პატივისცემით

. სერგეენკო

 

 

 

 

From: <nodisharia@moh.gov.ge>
Date: Wed, 10 Aug 2016 17:20:12 +0400
To: Davit Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Subject: FW: programa

 

 

 

From: Nino Javakhadze [mailto:njavakhadze@gov.ge]
Sent: 2016
წლის 10 08, ოთხშაბათი 17:00
To: nodisharia@moh.gov.ge; Lasha Khutsishvili; ngagua@economy.ge
Subject: programa

 

გიგზავნით პროგრამის „ცხოვრება გრძელდება“ მონახაზს. როგორც პრეზენტაციაში ნახავთ, არის რამდენიმე ვარიანტი. გთხოვთ, დღეს დღის ბოლომდე მაცნობოთ პოზიცია, რათა საღამოს პრემიერ-მინისტრს გადავუგზავნოთ.

 

წინასწარ დიდი მადლობა 

 

 

 

Best Regards,

 

Nino Javakhadze

Deputy Secretary of Economic Council

7 Ingorokva str.

0114 Tbilisi, Georgia

Office:   +995 322 990900 (2378)

E-mail: njavakhadze@gov.ge

 

 


This email was scanned by Bitdefender