| From : | mchkhaidze@jamc.ge |
| To : | David <Sergeenko> |
| Subject : | RE: |
| Received On : | 27.11.2017 10:19 |
ერთადერთი დეტალი მაინტერესებს, რამდენად აუცილებელია ზოგადი პროფილის
გადაუდებელი მქონდეს (სხვადასხვა პროფილის ექიმებით მათ შორის გადაუდებელის ლიცენზიით),
თუ საკმარისია მყავდეს ბავშვთა კარდიოლოგ რევმატოლოგი, მოზრდილთა კარდიოლოგი და ანესთეზიოლოგ
რეანიმატოლოგი, კარდიო ქირურგი? მათ სავსებით შეუძლიათ სწორი დიაგნოზის დასმაც და თუ
ჩვენი პროფილი არ არის- პროფილის მიხედვით სხვა დაწესებულებაში გადაგზავნა, ასე ვმუშაობთ
დღესაც.
დანარჩენი: სივრცე, აღჭურვილობა და ა.შ. - მინიმალური ER
Capacity - რა თქმა უნდა
ჩვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს, გვაქვს.
თუ შენ ბევრ დროს გართმევთ, დამაკავშირო იქნებ რეგულირებაში ვინმესთან.
მამუკა
From: David Sergeenko
[mailto:dsergeenko@moh.gov.ge]
Sent: Monday, November 27, 2017 13:17
To: mchkhaidze@jamc.ge
Cc: davidsergeenko@yahoo.co.uk
Subject: Re:
სალამი მამუკ
თუ "გადაუდებელ მიღებას" (Emergency Admissions) ახორციელებთ, მიუხედავად იმისა, მონო
თუ პოლი- პროფილურია
დაწესებულება, მინიმალური ER Capacity უნდა გქონდეთ, რადგან
გადაუდებელი მიღების დროს პაციენტი
"წინასწარ გამზადებული დიაგნოზით" არ მოდის
და (ჩემზე კარგად
მოგეხსენება) ერთი ჩივილი/სიმპტომი
შეიძლება სხვადასხვა სისტემის პათოლოგიით
იყოს გამოწვეული და
კლინიკას უნდა შეეძლოს სწორი
დიფდიაგნოზის ჩატარება და პირველადი
დახმატება (Initial Emergency
Care).
სხვა
საკითხია "გეგმიური ჰოსპიტალიზაცია", როცა
პაციენტი ფაქტიურად მზა დიაგნოზით
მოდის და რათქმაუნდა
ER არ ჭირდება.
ეს კითხვა სხვა მონო-პროფილურ (ძირითადად კარდიოლოგიურ)
კლინიკებსაც ქონდათ, მაგრამ პასუხი
იგივეა.
თქვენთვის
არა მგონია პრობლემა
იყოს ამ მინიმალური
ER პირობების უზრუნველყოფა.
თუ მეტი დეტალი-დაზუსტება
დაგჭირდა, მომწერე და დაგაკავშირებ
რეგულირებიდან ვინმესთან.
წარმატებები
დათო
Sent from my iPhone
On Nov 27, 2017, at 13:06, "mchkhaidze@jamc.ge"
<mchkhaidze@jamc.ge> wrote:
დავით, სალამი!
შენი კონსულტაცია მჭირდება ამ თემაზე, რამდენად გვეხება ეს მონოპროფილურ დაწესებულებებს:
36-ე დადგენილებაში 30 ოქტომბერს შესული ცვლილებებით (#486 დადგენილება), 2018 წლის 1 იანვრიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება შეიძლება განახორციელოს მხოლოდ იმ დაწესებულებამ, რომელსაც აქვს სტაციონარული საქმიანობის სანებართვო დანართი „რეანიმაციულ მომსახურებასა“ და „გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაში“ (დანართი #1-ის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი). აღნიშნული ვალდებულება ვრცელდება იმ სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებზეც, რომლებიც საქმიანობას ახორციელებენ ერთი კონკრეტული პროფილით (მაგალითად, ჯო ენის სამედიცინო ცენტრი ბავშვთა და მოზრდილთა კარდიოლოგია-კარდიოქირურგიაში). თავისთავად, ცენტრი ფლობს „რეანიმაციული მომსახურების“ ნებართვას. პროფილური პაციენტების გარკვეული ნაწილი, რომელიც გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების საჭიროებით მომართვავს კლინიკას, სარგებლობს საყოველთაო პროგრამით. რამდენად აუცილებელი პირობაა, აღნიშნული ტიპის სტაციონარმა აიღოს ნებართვა და განახორციელოს საქმიანობა „გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაში“, რისთვისაც საჭიროა სხვა კვალიფიკაციის სამედიცინო პერსონალის ყოლა და სერვისის განხორციელება არაკარდიოლოგიური პროფილით.
იქნებ ვინმეზე გადამამისამართო, ვინც ამომწურავ პასუხს გამცემს.
რა თქმა უნდა ოფიციალურადაც შემოვიტანთ წერილს, თუ საჭიროდ ჩათვლი!
პატივისცემით,
მამუკა ჩხაიძე,
გენერალური დირექტორი,
ჯო ენის სამედიცინო ცენტრი.
ლუბლიანას 21, თბილისი 0159.
ტელ.:+995 322 524144,
მობ.: +995 599 554972