ბატონო დავით,
როგორც უკვე გითხარით,ყველა თვეში თანხების ძირითადი ნაწილი ანაზღაურებულია დროულად.
მთელ რიგ შემთხვევებში გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების და გეგმური ქირურგიული ოპერაციების კომპონენტში არის დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნის საჭიროება:მაგალითად,წარმოსადგენია მორფოლოგიური კვლევის დასკვნა,ოპერაციის ოქმი(როდესაც ფორმა 100-ით არ ჩანდა ჩატარებული ოპერაციის მოცულობა) და სხვ.
ასევე გვხვდება შემთხვევები,როდესაც თანაგადახდა სწორად არ არის მითითებული და საჭიროა დამატებით ქვითრების წარმოდგენა,რათა დაზუსტდეს რეალური თანაგადახდა და განხორციელდეს ელექტრონული ჩანაწერის კორექტირება(პროგრამის პირობების მიხედვით).
გასათვალისწინებელია ისიც,რომ გეგმური ამბულატორიული მომსახურების თანხას ყოველთვის ვადაზე ადრე ვაძლევთ(ახლაც ამ კომპონენტში აგვისტოს თანხები დადგენილ ვადაზე ადრე გვაქვს ჩარიცხული),რაც რატომღაც ,,ავიწყდებათ".
პატივისცემით,
ზაზა
________________________________________
From: David Sergeenko
Sent: Wednesday, November 08, 2017 12:56 PM
To: Zaza Sopromadze
Subject: